Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი ვანო მერაბიშვილის ბაქოში ვიზიტის ფაქტს უარყოფს


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს ერთდღიან სამუშაო ვიზიტად ჩავიდა აზერბაიჯანის დედაქალაქში.

ბაქოში იგი აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების მინისტრის ელმარ მაჰმუდოვის მიწვევით იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ქართველი მინისტრის ვიზიტი შესაბამისად გააშუქეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი ვანო მერაბიშვილის ბაქოში ჩასვლის ფაქტს უარყოფს. მე პრესცენტრის ხელმძღვანელს გურამ დონაძეს ვესაუბრე.

[გურამ დონაძის ხმა]” არა, არა, არ ყოფილა. ტყუილი გავრცელდა. როგორ იყო! გუშინაც აქ იყო მინისტრი, კომენტარი გააკეთა და გუშინწინაც აქ იყო. მე არ ვიცი დაგეგმილი იყო თუ არა. ვიცი, რომ არ ყოფილა.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი გურამ დონაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ერთადერთი უფლებამოსილი პირია, რომელსაც კომენტარის გაკეთება შეუძლია. მისი ლაკონიური კომენტარები ინფორმაციულობას და კონკრეტიკას, ტრადიციულად, მოკლებულია ხოლმე, მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, ცრუობს.

[ელჩი ჰუსეინოვის ხმა]”გუშინწინ ის იყო ბაქოში.სიმართლე რომ გითხრათ, ეს იყო როგორღაც მოულოდნელი ვიზიტი, წინასწარ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, როცა ის უკვე ბაქოში იყო და მოლაპარაკებას აწარმოებდა. ის შეხვდა პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და, თუ არ ვცდები, ეროვნული უშიშროების მინისტრს. როგორ თუ შეხვედრები არ იყო! ყველაფერი იყო. რა თქმა უნდა, ვიზიტი განხორციელდა.”

აზერბაიჯანის საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ’”ტრენდის” საინფორმაციო განყოფილების უფროსის ელჩი ჰუსეინოვის თქმით, მათ, ვისაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციის სანდოობაში ეჭვი მაინც არ ეპარება, შეუძლიათ გახსნან აზერბაიჯანული სააგენტოს ”ტრენდის” საიტი, სადაც ვიზიტის ამსახველ ფოტომასალასაც იხილავენ.
ზოგადად კი, აზერბაიჯანის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის ძირითადი მიზანი ორი ქვეყნის ეროვნული უშიშროების სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის კოორდინირება და გაღრმავება იყო. პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და შემდეგ უკვე აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების მინისტრთან შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საერთო და საჭირბოროტო საკითხები, როგორიცაა: ნარკობიზნესი, კონტრაბანდა, უკანონო მიგრაცია, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვართან არსებული უკონტროლო ტერიტორიები, როგორც ამ დანაშაულებათა ხელის შემწყობი საშუალება, და სხვ. საუბრის თემა იყო ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენის დაცვის ღონისძიებები. მინისტრებს მაჰმუდოვსა და მერაბიშვილს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თავიანთ მოქმედებათა კოორდინირების შესახებ. აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ვანო მერაბიშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადა ჟურნალ ”მონიტორის” მთავარი რედაქტორის ელმარ ჰუსეინოვის მკვლელობის საქმის გახსნაში დახმარებისათვის. ქართული მხარის დახმარება საერთაშორისო ძებნაში მყოფი ეჭვმიტანილი პირების გამოვლენაში გამოიხატა. მოგეხსენებათ, ჰუსეინოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილებად საქართველოს ორი მოქალაქე - ტაირ ხუბანოვი და თეიმურაზ ალიევი - ითვლება.

მოკლედ, აზერბაიჯანის საინფორმაციო საშუალებებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტად ჩასვლაში საეჭვო და საიდუმლო არაფერი შეუნიშნავთ. თუმცა არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც აზერბაიჯანული მედია საგანგებოდ არ შეჩერებულა, მაგრამ რომელიც, შესაძლოა, ქართველი მინისტრის მეზობელ ქვეყანაში მიწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც კი გამხდარიყო. ეს არის აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისა და სომხური სპეცსამსახურების წარმომადგენელთა შეხვედრა თბილისში მიმდინარე წლის 29 ივლისს. მოგვიანებით ოპოზიციური ორგანიზაცია ”იენი ფიქირის” ლიდერი რუსლან ბაშირლი და ამავე პარტიის წევრი ოსმან ალიმურადოვი სომხური სპეცსამსახურების დახმარებით ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების მცდელობაში ამხილეს. მაშინ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქართველოს დემოკრატიული ძალები მეზობელ ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.




გასული ორი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის პირველ პირებს შეხვდა. კერძოდ, 15 აგვისტოს იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო, ხოლო 16 ივლისს ეროვნული უშიშროების მინისტრმა ელმარ მაჰმუდოვმა. ვიზიტის მიზანი ორი ქვეყნის ეროვნული უშიშროების სტრუქტურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის კოორდინირება და გაღრმავება იყო. თუმცა, მხოლოდ ამით არ ამოიწურებოდა. აზერბაიჯანული საინფორმაციო
XS
SM
MD
LG