ყრილობის დასაწყისისთვის რეგისტრირებული იყო მხოლოდ 1500 დელეგატი. მათმა დიდმა ნაწილმა დედაქალაქში ჩამოსვლა სამართალდამცავი ორგანოებისა და ნიღბიანი პირების წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ შეძლო. როგორც ”სამართლიანობაში” აცხადებენ, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად, ძალადობრივი ხერხებით სცადა ყრილობის ჩაშლა. ყრილობა გაიმართა, მაგრამ ფორმალურად არ დასრულებულა. თბილისში კვლავაც ელიან ქვეყნის გზებსა და გზაჯვარედინებზე შეფერხებულ იმ დელეგატებს, რომელთაც მოქმედი ხელისუფლების იგორ გიორგაძის ხელისუფლებით ჩანაცვლება სურთ.
საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრმა იგორ გიორგაძემ მისასალმებელი ადრესატი ყრილობის მონაწილეებს სტოკჰოლმიდან გამოუგზავნა. მიმართვაში პარტიის ლიდერი თანამებრძოლებს პარტიის წევრების დარბევაში მონაწილე პირების დასჯას ჰპირდება, მათთვის კი, ვინც ამ პირების მოძებნაში დაეხმარება, ფულად ჯილდოს აწესებს: 5000 დოლარი სანდო ინფორმაციისთვის და 10 000 დოლარი მისთვის, ვინც თავად აღიარებს დარბევაში მონაწილეობას. თანხის სიდიდიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ”სამართლიანობას” დამნაშავეთა გამოვლენა ამთავითვე ეეჭვება. თუმცა, მეორე მხრივ, პარტიის ოფისში ქრონოლოგიურად აქვთ აღრიცხული ყველა ის შემთხვევა, რომელიც 28 სექტემბერს ცალკეულ პირებსა და საქალაქო ოფისებზე თავდასხმით დაიწყო და 2-3 ოქტომბერს ყრილობის დელეგატების სამგზავრო ავტოტრანსპორტის გზებზე ბლოკირებით გაგრძელდა.
[გიორგი მეტრეველის ხმა]”ინციდენტები? ავტობუსები დაიცხრილა, საბურავები დაუჭრეს, ხალხს ფიზიკურად შეეხნენ. სად? აჭარაში, ახალციხეში, ბორჯომში, ჩალაუბანში, კახეთში, იგოეთში, სხვადასხვა სოფლებში ქართლის. ხალხმა გამოაღწია ინდივიდუალურად.”(სტილი დაცულია)
პარტიის აღმასრულებელი მდივანი გიორგი მეტრეველი აღარ აკონკრეტებს, ცალკეულ შემთხვევებში ფანტაზიის როგორი უნარი გამოამჟღავნეს დელეგატებმა, ყრილობაზე რომ მოხვედრილიყვნენ. გორის რეგიონული ორგანიზაციის აქტივისტს ინგა იმერლიშვილს მოუსმინეთ:
[ინგა იმერლიშვილის ხმა]”ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ, როგორი ვენოკი გვიდევს. რაღაცნაირად გავაცურეთ ხელისუფლება, რომ მივდიოდით სამძიმარზე, რომ გარდაგვეცვალა თანაკურსელი რუსთავში. აი, ამ მოტივით და, აი, ამ ფონზე, ვენოკებმა გვიშველა, გვირგვინებმა, რომ რაღაცნაირად გორი გამოგვეღწია და გამოვსულიყავით და, მართლაც, ასე გამოვედით.”(სტილი დაცულია)
როგორც მოსალოდნელი იყო, ”სამართლიანობის” წევრების შევიწროების ფაქტმა ყრილობის დელეგატებისათვის სასურველი საქმიანი პათოსი ემოციურით შეცვალა. თუმცა, ამის მიუხედავად, ”სამართლიანობამ” რეზოლუციით დაადგინა ის, რისთვისაც რიგგარეშე ყრილობა შეიკრიბა. კერძოდ, ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწყოს კანონით ნებადართული პერმანენტული საპროტესტო აქციები, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ჩათვლით. ერთი ამგვარი მსვლელობა-აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 3 ოქტომბერსვე მოეწყო.
ყრილობიდან რეგიონებში დაბრუნებულ დელეგატებს კი უკანა გზაზეც გაუსწორდნენ. მცხეთასთან, მაგალითად, სამოქალაქო პირებმა თერჯოლელთა მინი-ავტობუსი გააჩერეს, დააზიანეს, მინები ჩაუმსხვრიეს და მგზავრებსაც სცემეს. პარტია ”სამართლიანობის” წევრები მომხდარში არა მარტო ძალოვან უწყებებს, თავად პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ და მხსნელის, იგორ გიორგაძის, საქართველოში დაბრუნებაზე თამამად ოცნებობენ.
[რამაზ სამნიძის ხმა]” ჩვენ არ გაგვწირავს განგება, მოგვევლინება მხსნელია, ბატონო იგორ, გამოდით, ეს საქართველო თქვენია, თქვენ გადაარჩენთ ქვეყანას, გზები გაქვთ უკვე ხსნილია, საფლავშიც მოისვენებენ დიდი აკაკი, ილია.”
ლექსი ”სამართლიანობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის უფროსმა, 29 სექტემბერს ნიღბიანი პირების მიერ ნაცემმ, რამაზ სამნიძემ წაიკითხა. იგორ გიორგაძის თემაზე პარტიის აქტივისტებს ამ რიგის კიდევ არაერთი ლექსი აქვთ შექმნილი.