Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა ხომალდი, რომელშიც


ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა ხომალდი, რომელშიც კოსმონავტები იმყოფებიან.

ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა ხომალდი, რომელშიც კოსმონავტები იმყოფებიან.
ეს არის უკვე მეორე, ეკიპაჟიანი კოსმოსური მისია ჩინეთის ისტორიაში. ამჯერად გაუშვეს ორი კოსმონავტი - საბრძოლო თვითმფრინავების ყოფილი პილოტები - მისიით, რომელიც 5 დღე გასტანს. დღეს კოსმოდრომზე, კოსმოსური ხომალდის გაშვების ცერემონიას დაესწრო პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო: [ძიაბაოს ხმა] “ჩინეთის კოსმოსური პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. იმავდროულად არის ჩვენი წვლილი მეცნიერებასა და მშვიდობაში კაცობრიობის წინსვლის საქმეში. გვსურს, ვითანამშრომლოთ მსოფლიოს ხალხებთან კოსმოსით მშვიდობიანად სარგებლობისათვის”. ორი წლის წინ ჩინეთმა წარმატებით გაუშვა კოსმოსში პირველი კოსმონავტი.
XS
SM
MD
LG