ახალი ლეპტოპი, რომელიც დაახლოებით ასი დოლარი ეღირება და ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიის გავცელებას ღატაკ ქვეყნებში. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ახალ პროდუქტს "გლობალური სოლიდარობის გამოხატულება" უწოდა.
ე.წ. "ასდოლარიანი ლეპტოვი" - მას უკვე ასე მოიხსენიებენ - წიგნის ზომისაა. იგი გუშინ წარმოადგნა ტუნისის სამიტზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა.
პროფესორ ნიკოლას ნეგროპონტეს თქმით, იგი ხიდის როლს შეასრულებს მსოფლიოს მდიდარ და ღატაკ ქვეყნებს შორის. გათვალისწინებულია კომპიუტერების უფასოდ დარიგება ღატაკი ქვეყნების ბავშვებისთვის.
დღეისთვის ინტერესი გამოთქვეს ბრაზილიამ და ტაილანდმა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან და ეგვიპტესთან.
"მწვანე მანქანა" - ასე უწოდებენ ამ ახალ კომპიუტერს მისი ფერის გამო - მუშაობს საოპერაციო სისტემა ლინუქსზე. მასზე შეიძლება თითქმის ყველაფრის გაკეთება გარდა დიდი მოცულობის ფაილების შენახვისა.
[ალიზადეს ხმა] " ბავშვებისთვის ამ ტექნიკის მიწოდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, სუდანი, - სადაც მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი 25 წლმადე ასაკისაა, - უთუოდ დიდი წინსვლაა. მაგრამ კომპიუტერი არ არის უმთავრესი რამ, რაც სუდანის მსგავს ქვეყნებში აკლიათ ბავშვებს. მიუხედავად ამისა, ამგვარი გამოგონება უთუოდ... გააფართოებს ბავშვის ხედვის არეს და წარმოსახვას და გაუზრდის განათლების მოტივაციას," ამბობს ჰომაიუნ ალიზადე, გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამსახურის თანამშრომელი.
ლეპტოპი ძირითადად ბავშვებისთვის არის გამიზნული. როგორც ტუნისის სამიტზე გამოსვლაში თქვა პროფესორმა ნეგროპონტემ, "განათლებით ან განათლების შემცველი საშუალებებით" შეიძლება მოგვარდეს ყველა პრობლემა. მათ შორის სიღატაკის, მშვიდობისა და გარემოს ჩათვლით.
ინსტიტუტს იმედი აქვს, რომ 2007 წლამდე 100 მილიონამდე ლეპტოპის გამოშვება მოხერხდება.
პატარა კომპიუტერი რეზინით იქნება შემოსილი უფრო მეტი გამძლეობისთვის. იგი იმუშავებს 500 მეგაჰერცის პროცესორზე და გამოიყენებს ბატარეიებს, რომელთა ხელახლა დატენა მარტივი მექანიკური მოწყობილობით იქნება შესაძლებელი.