Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები


ერაყის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები ქაიროში შეიკრიბნენ, და ერაყელი ხალხის შერიგების გზებზე იმსჯელეს. პარალელურად,

ერაყის პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები ქაიროში შეიკრიბნენ, და ერაყელი ხალხის შერიგების გზებზე იმსჯელეს. პარალელურად,
ერაყში გაგრძელდა ძალადობის შემთხვევები. ბაქუბაში თვითმკვლელი მოიერიშეს თავდასხმას სულ მცირე 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 40 ადამიანი დაიჭრა. თავდასხმა შიიტური დასაფლავების ცერემონიაზე მოხდა.
უფრო ადრე, ბაღდადში მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებას სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 21 ადამიანი დაიჭრა. აფეთქება დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ხალხმრავალ ბაზრობაზე მოხდა. ამ აფეთქებებს წინ გუშინ მომხდარი თავდასხმა უძღვოდა – როდესაც ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ მლოცველებით სავსე შიიტურ მეჩეთში თავი აიფეთქა, რასაც 80ზე მეტი ადამიანის ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მზარდი მსხვერპლის მიუხედავად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, დღეს სამხრეთ კორეაში მოქმედ ბაზაზე ამერიკელ ჯარისკაცებს მიმართა და განაცხადა, რომ ეყარიდან ჯარის გაყვანას არ აპირებს: [ბუშის ხმა]: "ჩვენ არ ვიცით, რა გველის ამ ბრძოლაში, ან კიდევ რამდენი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს. თუმცა ვიცით, რომ თავისუფლების დაცვა მსხვერპლად ღირს. ვიცით, რომ თავისუფლების სიყვარული სამყაროში ყველაზე დიდი ძალაა და ვიცით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. ღმერთი გფარავდეთ". პარალელურად, ქაიროში ერაყის პოლიტიკურ და ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის შეხვედრა უთანხმოებით დაიწყო. მას შემდეგ, რაც ერთმა მონაწილემ შიიტ და ქურთ დელეგატებს "ამერიკის მორჩილები" უწოდა, დელეგატებმა მოლაპარაკების მაგიდა პროტესტის ნიშნად ცოტა ხნით დატოვეს.
XS
SM
MD
LG