Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პარლამენტმა - კენჭისყრის ოთხი


ისრაელის პარლამენტმა - კენჭისყრის ოთხი ტურიდან პირველივეში - მიიღო გადაწყვეტილება თვითდაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

ისრაელის პარლამენტმა - კენჭისყრის ოთხი ტურიდან პირველივეში - მიიღო გადაწყვეტილება თვითდაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
საბოლოო სიტყვა პრეზიდენტ მოშე კაცავს ეკუთვნის. დღეს დილით პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა თხოვნით მიმართა კაცავს პარლამენტის დათხოვნისა და მომავალი წლის მარტისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ. შარონი ტოვებს მმართველ "ლიკუდის" პარტიას და - ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით - ახალ ცენტრისტულ მოძრაობას აყალიბებს. "ლიკუდის" პარტია 1973 წელს შეიქმნა. შარონი მისი ერთ-ერთი დამაარსებელია.
XS
SM
MD
LG