Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" უკრაინა გააფრთხილა


რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" უკრაინა გააფრთხილა, რომ კიდევ უფრო გაუძვირებს გაზს,

რუსეთის კომპანია "გაზპრომმა" უკრაინა გააფრთხილა, რომ კიდევ უფრო გაუძვირებს გაზს,
თუ უკრაინა უარს იტყვის მომავალი წლიდან 1000 კუბურ მეტრში 160 დოლარის გადახდაზე. როგორც "გაზპრომის" თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ მედვედევმა უთხრა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს, ეს ფასიც კი კომპრომისული წინადადებაა. [მედვედევის ხმა] “ვფიქრობ, უკრაინას ჰყავს საკმარისი რაოდენობის კვალიფიცირებული ეკონომისტები, რომლებსაც შეუძლიათ, დაითვალონ, რა სხვაობაა გაზზე ევროპულ ფასებსა და იმ ფასს შორის, რომელსაც აქამდე სთავაზობდა გაზპრომი. თუ ამ ფასზე უარს იტყვიან, მაშინ იქნება სხვა წინადადება და ფასი კიდევ უფრო გაიზრდება”.
ამჟამად უკრაინა იხდის 50-თ დოლარს 1000 კუბურ მეტრში. უკრაინის პრემიერ-მინისტრ იური იეხანუროვის დღევანდელი განცხადებით, მომავალ კვირაში მოსკოვში გაიმართება "გაზპრომის" და უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG