4 პოლიციელის - გატაცება მოჰყვა. შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, ოსი შეიარაღებული პირები ცხინვალში მოვაჭრე ქართველ გლეხებსაც აპატიმრებდნენ. თუ დე ფაქტო ხელისუფლება გატაცებულებს არ გაათავისუფლებს, თბილისი “საკადრისი პასუხით” იმუქრება.
4 პოლიციელი და დაახლოებით 7 მშვიდობიანი მოქალაქე თვითაღიარებული პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა რაზმმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ დმენისიდან გაიტაცა და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანა. გატაცებულთა შორის იყო ერედვის სატყეო განყოფილების უფროსი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ვანდალურ აქტს და დე ფაქტო ხელისუფლებას საკმაოდ კატეგორიული ტონით მოსთხოვა მძევლების გათავისუფლება:
[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ქართული ეროვნების მოქალაქეების დაპატიმრება და წაყვანა ცხინვალის პოლიციაში, ეს არის ვანდალური აქტი და ეს არის პასუხი ჩვენ მიერ გუშინ ყალბი ფულის გამსაღებლის დაკავებაზე. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ არიან კრიმინალები და კრიმინალების ხელშემწყობები. ჩვენ იძულებული გავხდებით საკადრისი პასუხი გავცეთ ამ ყაჩაღებს და ბანდიტებს.”
4 ქართველი პოლიციელი და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე ოსურმა პოლიციურმა რაზმმა უშუალოდ კონფლიქტის ზონიდან გაიტაცა, სადაც, მანდატის თანახმად, შეიარაღებული პირების გადაადგილება იკრძალება. რუს სამშვიდობოთა სარდალი გენერალი მარატ კულახმეტოვი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაეყოლიებინა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, არ გაემწვავებინათ ვითარება და გაეთავისუფლებინათ მშვიდობიანი ადამიანები. ოსურმა მხარემ დღის ბოლოსათვის თითქმის ყველა გატაცებული გაათავისუფლა, გარდა სამი ქართველი პოლიციელისა, რომლებიც, ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდლის პაატა ბედიანაშვილის თქმით, ცხინვალში იმყოფებიან:
[პაატა ბედიანაშვილის ხმა] “დაკავებულები ჰყავთ ცხინვალში. არანაირი პირობა არ წამოუყენებიათ. ჰყავთ ცხინვალში.“
მას შემდეგ, რაც თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების კრიმინალური სქემა გამოაქვეყნა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მოქმედებაზე გადავიდა. უკონტროლო ტერიტორიაზე სამხედრო პოლიციამ ორშაბათს ყალბი დოლარების დამზადებასა და გავრცელებაში ეჭვმიტანილი, სოფელ არჩევის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე, ვიაჩესლავ გუძიევი დააკავა. ამ სპეცოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის უწყებასაც ამგვარი კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, კონსტიტუციის თანახმად, არ ევალება. ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი საქართველოს” თავმჯდომარე, კონფლიქტოლოგი ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ სიტუაცია ცხინვალის გარშემო ომის სცენარით ვითარდება.
[ლალი მოროშკინას ხმა] “პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ომის საშიშროება.”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ძალოვანმა უწყებებმა პრეზიდენტისგან უკვე მიიღეს შესაბამისი ამოცანები ცხინვალის კრიზისთან დაკავშირებით. თუმცა, თუ რაში მდგომარეობს “ამოცანების” არსი, საქართველოს მთავრობის მეთაურს არ დაუკონკრეტებია.