რომელიც სამშაბათ საღამოსთვის გადაიდო. ამ და სხვა თემებზე დღეს გამოქვეყნებულ რამდენიმე პუბლიკაციაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
”სამართლიანობას ვითხოვთ” - ამ სათაურით აქვეყნებს დღეს ”რეზონანსი” ინტერვიუს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან, რომელიც ამბობს: ”სასაცილო და, იმავდროულად, ტრაგიკულია ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ ერთ რამეს - სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვითხოვთ” და იქვე დასძენს: ”ბოლომდე იმედგადაწურულები არ ვართ. თუ ადამიანი მოინდომებს, პრინციპულობის გამოხატვა ყოველთვის შეუძლია. ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არა გვაქვს. პოლიტიკურ პროცესებში არ ვმონაწილეობთ და არც გვინდა, რომ ჩვენს უკან რომელიმე პოლიტიკური ძალა იდგეს. ჩვენ მოსამართლეები ვართ, მაგრამ არაერთმა უფლებათა დამცველმა, იმავე პოლიტიკოსებმა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ძალიან სწორი პოზიცია დაიკავეს”, - ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა ”რეზონანსთან” ინტერვიუში.
”ჰკა მაგასაო... და ოპოზიციის ”პენსიონერა”, - ასე შეაჯვარა ”24-მა საათმა” პოპულარული საპნის ოპერის მუსიკალური თემა ”პრისიონერა” და პენსიების საკითხი სათაურში. ”24 საათის” კორესპონდენტი წერს: ”ერთი სიტყვით, მზაკვრობა, ინტრიგები და დაძაბულობა პარლამენტში ამ კვირაში მრავლად იქნება, ისევე როგორც მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიცია კვლავაც შემოსძახებს ”პენსიონერას”. ასეთი სიტუაცია კი, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ”ჩვენი დროის გმირების” პოლიტიკური გალერეის შესავსებად პირდაპირ მისწრებაა”, - წერს ”24 საათი”, რომელიც დღევანდელ ნომერში კახეთში მედიის დამოუკიდებლობის საკითხსა და ქართველი მეთევზეების პრობლემასაც წამოსწევს წინ.
გაზეთი ”ახალი თაობა” დღეს სამცხე-ჯავახეთის საკითხს აშუქებს. ”სამცხე-ჯავახეთში სომხური დროშა ფრიალებს” - ამ სათაურით ქვეყნდება გიორგი უძილაურის მოსაზრება, რომელიც წერს: ”უკვე ერთი წელია სააკაშვილი მთელ საქართველოს ამადლის გადაღებილ შენობებს და თბილისის ცენტრალურ უბნებში დაგებულ ასფალტს, რეალურ პრობლემებს კი ისევე ემალება, როგორც ოროსანი კლასის დამრიგებელს... 400 ათასი ლარი სააკაშვილს ერთი პომპეზური შოუ უჯდება, ამ თანხით კი კარტოფილს შეისყიდიდა და თუნდაც 400 ჯავახელ სომეხს მოიმადლიერებდა”, - წერს ”ახალი თაობა”.
”ალია” დაინტერესდა, რის ხარჯზე იგეგმება სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება. გაზეთის ეკონომიკური მომომხილველი წერს: ”წარმოება არ გაფართოებულა, რომ ვთქვათ, მეტი ხალხია დასაქმებული და ბიუჯეტში მეტი თანხა შევა საშემოსავლო და სოციალური გადასახადებიდან, რომლებიც სწორედ ხელფასზეა მიბმული. გამოდის, თანხა ისევ დღგ-დან უნდა ამოქაჩონ, რომელიც ასევე წარმატებით შედის ბიუჯეტში იმპორტული საქონლის გაყიდვიდან საქართველოში წარმოების ამოქმედების გარეშეც... ის ფასშია ჩართული და ფასის 1/6-ს შეადგენს, რომელიც პირდაპირ ბიუჯეტში მიდის. ასე რომ, ბიუჯეტი, ძირითადად, რიგითი მყიდველების ხარჯზე შეივსება”, - წერს დღევანდელი ”ალია”.