Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,
რომ ამერიკის მოკავშირეებს ესმით – ტერორიზმის წინააღმდეგ ომი არაერთი რთული დილემის გადაჭრას მოითხოვს. რაისის თქმით, ამ საკითხების ირგვლივ შეხვედრაზე გრძელი და "გამჭვირვალე" საუბარი შედგა. [რაისის ხმა]: როგორც ჩვენი პოლიტიკური სისტემის დამცველებს, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უდანაშაულო სიცოცხლის მფარველობა გვევალება. ჩვენ ამ ამოცანის კანონიერი გზით შესრულებაზე ვისაუბრეთ იმ ქვეყნებში, რომლებიც კანონის უზენაესობას პატივს სცემენ. ვფიქრობ, ეს განხილვა ძალიან მნიშვნელოვანი და შემეცნებითი იყო. ბრიუსელში ვიზიტი რაისმა გამოიყენა პასუხის გაცემისთვის ბრალდებებზე, რომ შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ევროპაში საიდუმლო ციხეები აქვს – სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები გადაჰყავს, რომლებიც უუფლებოდ არიან დაკავებული. რაისის თქმით, შეერთებული შტატები კანონის უზენაესობის, კონსტიტუცისს და საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია. მან აგრეთვე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის იცავდა იმ ქვეყნების კანონებს, რომელთა ტერიტორიებს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თვითმფრინავები კვეთდა. რაისის თქმით, ევროპის აეროპორტები და საჰაერო სივრცე არ ყოფილა გამოყენებული პატიმრების ისეთ ადგილებში გადასაყვანად, სადაც მათ აწამებდნენ. თუმცა, რაისმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ტერორისტული ქმედებების აღსაკვეთად პრევენციული სადაზვერვო ოპერაციების წარმოება აუცილებლობას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG