Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ევროპის კავშირმა მკაცრად


აშშ-მა და ევროპის კავშირმა მკაცრად დაგმეს ბეირუთში პარლამენტის წევრის და ცნობილი გამომცემლის ჯიბრან

აშშ-მა და ევროპის კავშირმა მკაცრად დაგმეს ბეირუთში პარლამენტის წევრის და ცნობილი გამომცემლის ჯიბრან
ტუენის მკვლელობა. დღეს დილით, ბეირუთში ავტომანქანა, რომელშიც ბომბი იყო, აფეთქდა ჯიბრან ტუენის ავტოკორტეჟთან. პოლიციის ცნობით, ტუენი, თვითონ რწმენით ქრისტიანი, ბეირუთის აღმოსავლეთში - ქრისტანულ ნაწილში მიემგზავრებორდა. ტუენისთან ერთად დაიღუპა სამი ადამიანი, დაიჭრა ათი. ტუენი გაზეთ “ნაჰარს” გამოსცემდა. ის ანტისირიულად განწყობილი პირი იყო და პარლამენტის მანდატის მიუხედავად, უმეტეს დროს უცხოეთში ატარებდა, ეშინოდა რა თავდასხმის.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა ადრე უცნობმა გაერთიანებამ “ლევანტის ერთიანობისა და თავისუფლების მებრძოლებმა”. სხვა ანტისიურად განწყობილმა დეპუტატებმა დღეს სირია დაადანაშაულეს მომხდარს მოწყობაში. სირიამ ოფიციალურად დაგმო აქტი.
XS
SM
MD
LG