Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გააქტიურდა სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული რატკო მლადიჩის ძებნა...


შაბათს ამოიწურება ვადა, რომელიც გაეროს სამხედრო ტრიბუნალმა მისცა სერბიის ხელისუფალთ, ტრიბუნალისთვის ყოფილ გენერალ რატკო მლადიჩის გადასაცემად.

მლადიჩს, რომელიც ბოსნიაში 1992-95 წლების ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა, სამხედრო დანაშაულების ბრალდება აქვს წაყენებული: გაეროს ტრიბუნალი მას ეძებს სარაევოს ალყასა და სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში შესრულებული როლისთვის. მაგრამ მლადიჩი იმალება და, როგორც ჩანს, არაერთი დამხმარის ხელშეწყობითაც სარგებლობს - როგორც სერბიაში, ისე საზღვარგარეთ.

სერბიის უშიშროების უწყების ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლოხანს რატკო მლადიჩი, სავარაუდოდ, რუსეთში ნახეს - ახლა კი ის, შესაძლოა, უკვე სერბიაში იმყოფებოდეს. ჩვენს რადიოსთან ამასწინანდელ ექსკლუზიურ ინტერვიუში სერბიის პროკურორმა, ვლადიმირ ვუკჩევიჩმა აღნიშნა, რომ დადგენილია მლადიჩის არაერთი მომხრის ვინაობა - ვინაობა ხალხისა, რომელიც მას, სავარაუდოდ, დამალვაში ეხმარება. [ვუკჩევიჩის ხმა] “როგორც სამხედრო დანაშაულთა საკითხების პროკურორს, ხელთ მაქვს ინფორმაცია ადამიანებზე, ვინც ეხმარება სამხედრო დანაშაულთა ბრალდების საფუძველზე ძებნილებს. სერბიის უშიშროების ინფორმაციის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც აქვთ ეს ინფორმაცია.”

მაგრამ ჩვენს რადიოსთან ვუკჩევიჩის ამ ინტერვიუდან სულ რამდენიმე დღეში სერბიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, თითქოს იცოდეს, ვინ ეხმარება მლადიჩსh და სხვა ძებნილებს. მოგვიანებით ისევ გავრცელდა განსხვავებული შინაარსის განცხადება: 27-დ დეკემბერს სერბია-ჩერნოგორიის მინისტრმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, რასიმ ლაიჯიჩმა აღნიშნა, რომ ზოგ სამხედრო პირს, სავარაუდოდ, დღემდე აქვს კონტაქტი მლადიჩთან. ამ უკანასკნელის ძებნისას გამიზნულია, სულ უფრო შეავიწროვონ მისთვის გადასაადგილებლად ან დასამალავად აუცილებელი სივრცეო, დასძინა მინისტრმა რასიმ ლაიჯიჩმა.

როგორც უნდა იყოს - დადგენილია თუ არა მლადიჩთან კავშირის მქონე პირების ვინაობა, ეჭვს არ იწვევს, რომ სერბია გააქტიურებულია ყოფილი გენერლის ძებნის მხრი. მისგან ხომ სულ უფრო კატეგორიულად მოითხოვენ მლადიჩის და მასავით ძებნილი რადოვან კარაჯიჩის - ბოსნიის ომის დროს ბოსნიელი სერბების პრეზიდენტის - ჰააგაში განთავსებული გაეროს ტრიბუნალისთვის ექსტრადიციას. ბელგრადი, როგორც სერბიის თავდაცვის მინისტრი, ზორან სტანკოვიჩი ამბობს, ნოემბერში გააფრთხილეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობიდან “გარიცხავენ”, თუ ტრიბუნალს არ გადასცემს მლადიჩს და კარაჯიჩს.
XS
SM
MD
LG