Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელთა განაცხადებით, აშშ-ის


ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელთა განაცხადებით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბა სახლი,

ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელთა განაცხადებით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბა სახლი,
რომელშიც, ამის შედეგად, რამდენიმე სამოქალაქო პირი დაიღუპა. ეს ინციდენტი, როგორც იუწყებიან, ორშაბათს ღამით ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბაიჯიში მოხდა. დაღუპულების რიცხვზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება - ზოგ ცნობაში ლაპარაკია 5-თ, ზოგში კი 14-ტ დაღუპულზე. ამერიკელი სამხედროების განმარტებით, მიზანში იყო ამოღებული სახლი, რომელშიც შევიდა გზის პირას ბომბის ჩამარხვაში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცი. ამერიკელების კომენტარში არ არის ლაპარაკი მსხვერპლზე. პროვინციის გუბერნატორი ჰამად ჰამუდ ყაისი ინციდენტის ოფიციალური გამოძიების მოთხოვნას აპირებს.
XS
SM
MD
LG