2006 წლისთვის რამდენიმე ახალ პროექტს გეგმავს და მზად არის, ბიუჯეტის ხარჯვა ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციისათვის. ოპონენტთა კრიტიკის პასუხად კი, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის საქმიანობაში ცენზურის კვალს ხედავენ, მაუწყებლობის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ტელევიზიაში მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი ჟურნალისტების სარედაქციო თავისუფლება პროფესიული ეთიკის ფარგლებში.
საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის 2006 წელი სკანდალურად დაიწყო. ამის მიზეზი გახდა სიონის საკათედრო ტაძრიდან საშობაო წირვის ტრანსლირების დაგვიანებით დაწყება საზოგადოებრივ ტელევიზიაში. გაზეთმა “კვირის პალიტრამ” გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს წირვის პირადიპირ ეთერით გადაცემას ტრადიციას ეწინააღდეგებოდა საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი და პრობლემა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის ჩარევის შემდეგ გადაწყდა. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელმა თამარ კინწურაშვილმა რადიო “თავისუფლებასთან” საუაბარში გაკვირვება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარის საგაზეთო განმარტების გამო.
[თამარ კინწურაშვილის ხმა] “ჩვენთან გავიდა საშობაო წირვა. იყო ტექნიკური შეფერხებები, რაც მომავალშიც იჩენს თავს. ოღონდ თუ რა ღონისძიებას დაემთხვევა, ამას ჩვენ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. უბრალოდ, მე ძალიან გაკვირვებული ვარ, თუ რაში დასჭირდათ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს იმის დემონსტრირება, რომ ისინი ერევიან საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში, როდესაც ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.”
საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ მათ მუშაობაზე ვერც შემდგომში მოახდენს გავლენას პოლიტიკური ელიტა და ისინი მხოლოდ საზოგადოების დაკვეთას შეასრულებენ. ხოლო იმისათვის, რომ უკეთ გაიგონ, რა ხასიათის გადაცემების ცქერა სურს საზოგადოებას, ტელევიაში შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” კი თავის თავზე აიღებს მოსახლეობაში გამოკითხვის ჩატარებას. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობას დაუძლეველ პრობლემად არც კვალიფიციური ჟურნალისტების მიზიდვა მიაჩნია. პირველი კონკურსის დროს საზოგადოებრივ მაუწყებლობაში მუშაობის სურვილი გამოთქვა რამდენიმე ცნობილმა სატელევიზიო და საგაზეთო ჯურნალისტმა.
გაზეთ “24 საათის” ეკონომიკური მიმომხილველი თამარ ხორბალაძე 4 თვეა, რაც საინფორმაციო პროგრამის პოდიუსერია. [თამარ ხორბალაძის ხმა] “რა თქმა უნდა, ვისწავლე ბევრი რამე. და ვთვლი და მაქვს ამის პრეტენზია, რომ ნაწილობრივ რაღაც ჩემიც შევიტანე და დავატყვე საინფორმაციო პროგრამას. თუმცა, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ტექნიკური თავალსაზრისით და ამიტომ, ჩვენი იდეების რეალიზებას სრულად ვერ ვახდენთ. ეს ფაქტია. “
2006 წელს დაგეგმილი 16 მილიონის ნაცვლად საზოგადოებრივი მაუწყებლობა სახელმწიფოსაგან 11 მილიონ ლარს მიიღებს. დეფიციტის დაფარვა ნაწილობრივ რეკლამით, ნაწილობრივ კი ტელევიზიის უძრავი ქონების გაქირავებით შემოსული თანხებით მოხდება. მაგრამ, ეს თანხები, როგორც თამარ კინწურაშვილი ამბობს, ძნელად თუ გასწვდება ყველა ტექნიკური პრობლემის მოგვარებას. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ტელევიზიის სიგნალის გადამცემი მოწყობილობა, რის გამოც საქართველოს განაპირა რეგიონები, ინფორმაციული თვალსაზრისით, ამოვარდნილნი არიან ერთიან სივრციდან.
[თამარ კინწურაშვილის ხმა] “ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ინვესტიცია, თუმცა ჩვენ ვართ ესეთი დილემის წინაშე: ან ვაწარმოოთ შიდა ეთერი და საერთოდ არ გავაკეთოთ აქცენტი ტექნიკურ გადაიარაღებაზე. თუმცა, ხშირ შემთხვევაში შიდა ეთერსაც ვერ შევძლებთ, რადგან საეთერო მძიმე მდგომარეობაშია.”
მიუხედავდ ტექნიკური სიძნელეებისა, 2006 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლობა მაყურებელს რამდენიმე ახალ საგანმანათლებლო და შემეცნებით გადაცემას, სპორტულ პროგრამებს და პოლიტიკურ თოქ-შოუს შესთავაზებს. მაუწყებლობას გახსნილი აქვს საკუთარი ვებ-გვერდი, სადაც გამოქვეყნდება ყველა საჭირო ინფორმაცია ტელევიზიის საქმიანობის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი შესაძლებლობა ექნებათ გააკონტროლონ, თუ როგორ ხარჯავს საბიუჯეტო თანხებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობა.