Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა გასულ თვეში მოსკოვში სინაგოგაში


დასრულდა გასულ თვეში მოსკოვში სინაგოგაში განხორციელებული თავდასხმის საქმის გამოძიება.

დასრულდა გასულ თვეში მოსკოვში სინაგოგაში განხორციელებული თავდასხმის საქმის გამოძიება.
თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ საქმე სასამართლოს უკვე გადაეცა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის დაიწყება პროცესი. პროკურორები მოსკოვში მცხოვრებ 20 წლის ალექსანდრ კოპტსევს სდებენ ბრალს 11 იანვარს სინაგოგაში შეჭრაში და საღამოს ლოცვის დროს მლოცველებზე დანით განხორციელებულ თავდასხმაში.
მოსკოველი პროკურორის, ანატოლი ზუევის თქმით, კოპსტევს ორი ბრალდება აქვს წაყენებული – მათ შორის ეთნიკური და რელიგიური ასპექტებით მოტივირებული მკვლელობის მცდელობა. [ზუევის ხმა]: "ბრალდებულის ბინაში ექსტრემისტული პუბლიკაციები აღმოვაჩინეთ. მას ინტერნეტში ეთნოსთა შორის ომზე ჰქონდა მასალები მოპოვებული. ამ და სხვა მტკიცებულებებმა დაგვარწმუნა, რომ კოპტსევის დანაშაული რელიგიური და ეთნიკური სიძულვილით იყო მოტივირებული". პროკურორის თქმით, თუ ბრალდება დაუმტკიცდება, კოპტსევს შესაძლოა სასჯელის უმაღლესი ზომა – სამუდამო პატიმრობა – მიუსაჯონ.
XS
SM
MD
LG