Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ელჩის გაწვევა


საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ელჩის გაწვევა მოითხოვა დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პლენარულ

საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ელჩის გაწვევა მოითხოვა დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პლენარულ
სხდომაზე ფრაქცია "როდინას" (სამშობლო) ლიდერმა დმიტრი როგოზინმა. მისი თქმით, კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარის გაყვანის მოთხოვნა, ფაქტობრივად, მისთვის ომის გამოცხადებაა. [დმიტრი როგოზინის ხმა] "საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას სამხრეთი ოსეთიდან რუსეთის ყველა მშვიდობისდამცველის გაყვანის მოთხოვნით. ფაქტობრივად, ეს ომის გამოცხადებაა, რადგან ჩვენ იქიდან არ წავალთ, ისინი კი შეეცდებიან, ძალით გაგვყარონ. თუ ახლავე არ მივიღეთ რაიმე ზომები დემარშის მიმართულებით, იქ მართლაც ომი დაიწყება. და მაშინ აზრს დაკარგავს სიტუაციისთვის თვალის მიდევნება. საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს, მაგრამ პარლამენტმა თავისი მოსაზრება დაუფარავად უნდა გამოხატოს. იქ მტრული გამონათქვამები გაისმის, მწომენი ვართ მტრული გამოხდომებისაც. ხვალ სისხლს დაღვრიან. თუ ამაზე რეაქცია არ მოვახდინეთ, მაშინ საერთოდ არ მესმის, რას ვაკეთებთ აქ. ამიტომ, დაჟინებით მოვითხოვ, დავიცვათ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და, სულ ცოტა, ის მაინც გავაკეთოთ, რომ - დემარშის სახით - თბილისიდან ელჩი გამოვიხმოთ."
XS
SM
MD
LG