Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა,

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა,
ალვარო გილ-რობლემ, დღეს ჩეჩნეთში ადგილობრივ ადმინისტრაციას ადამიანების გატაცების პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. ჩეჩნეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, გილ-რობლემ ადამიანების გატაცებას ”სოციალური განგრენა” უწოდა. მისი განცხადებით, დროა ამას ბოლო მოეღოს, და დამნაშავეები დაისაჯონ.
რუსეთში ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთში ყოველწლიურად მომხდარი ასობით გატაცება იქ მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ხორციელდება. მათი ინფორმაციით, დაჯგუფება რუსეთის ძალების დავალებებს ასრულებს, და მას პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, რამზან კადიროვი ხელმძღვანელობს. ჩეჩნეთის ადმინისტრაცია ამ ინფორმაციას უარყოფს, და ძალადობაში კრიმინალურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს. გილ-რაბლეს ჩასვლას ჩეჩნეთში რამდენიმე დღით წინ უსწრებდა გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესი კომისრის, ლუიზ არბურის ვიზიტი.
XS
SM
MD
LG