(2006 წლის იანვარში), ჩვეულებრივ, “ექსტრემისტულ ორგანიზაციად” მოიხსენიებენ. მას ისრაელის წინააღმდეგ მრავალი აფეთქების მოწყობის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი, რის გამოც აშშ, ევროკავშირი და ისრაელი “ჰამასს” - ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ და უარს ამბობენ მასთან მოლაპარაკებაზე. შესაბამისად, უარყოფითი იყო მრავალი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს რეაქცია, როცა თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა “ჰამასის” ლიდერები მოსკოვში მიიწვია. და აი, “ჰამასის” დელეგაცია მოსკოვში იმყოფება.
რას მოელის რუსეთი და, საერთოდ, რა არის მოსალოდნელი “ჰამასის” ამ ვიზიტისაგან?
პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ “ჰამასმა” დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა და რომ ეს ორგანიზაცია რუსეთს არასდროს გამოუცხადებია ტერორისტულ ჯგუფად. ამდენად, მისი მოსკოვში მიწვევა გაუმართლებელი არ ჩანს. რაც შეეხება უცხოეთის, უწინარეს ყოვლისა ისრაელის მეტად უარყოფით გამოხმაურებას (ისრაელის პოლიტიკოსებმა მოსკოვს მოუწოდეს, ნუ მიანიჭებს ლეგიტიმურობას ორგანიზაციას, რომელიც ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს), რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავრომა პირობა დადო, რომ “ჰამასის” ლიდერებთან მოლაპარაკებისას მათ მოუწოდებს, უარი თქვან ძალადობაზე, და აღიარონ ისრაელი.
მაგრამ ისრაელთან და “ჰამასთან” დაკავშირებული პროცესის მეთვალყურეებს შორის, ფაქტობრივად, არავის აქვს მოსკოვში რაიმე დიდი წინსვლის, გარღვევის მიღწევის იმედი. “ჰამასის” დელეგაციის ხელმძღვანელმა ხალიდ მიშალმა დაადასტურა ამ ორგანიზაციის პოზიცია, რომ არ აპირებს ისრაელის აღიარებას.
მაშ რატომ მოისურვა რუსეთმა ისრაელსა და “ჰამასს” შორის შუამავლის, თან მთავარი შუამავლის როლის შესრულება? ამ შეკითხვით მიმართა ჩვენმა მოსკოველმა კორესპონდენტმა რუს ექსპერტებს და მათგან ერთ-ერთის, მოსკოვში განთავსებულ ინსტიტუტ “პანორამის” წარმომადგენელ ვლადიმირ პრიბილოვსკისაგან შემდეგი პასუხი მიიღო: [პრიბილოვსკის ხმა] “პუტინს შუამავლის როლის შესრულება სურს რუსეთისა და საკუთარი ავტორიტეტის ასაღამლებლად, ან თუნდაც შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ რუსეთი თამაშობს მნიშვნელოვან როლს და რომ პუტინს შეუძლია ხელი შეუწყოს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დარეგულირებას”.
ამ შეფასებას ბევრი სხვა ექსპერტიც იზიარებს - ფიქრობს, რომ მოსკოვი მოწადინებულია, წარმოჩინდეს, როგორც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გავლენიანი მოთამაშე. იმავდროულად კი რუსეთი, შესაძლოა, მისდევდეს უფრო მასშტაბურ სტრატეგიას, შეასუსტოს აშშ-ის - მოსკოვის თვალსაზრისით - დომინანტური როლი საერთაშორისო პოლიტიკაში. ამ კონტესქტში საგულისხმოა პუტინის ბოლოდროინდელი განცხადება, რომ პალესტინელების საპარლამენტო არჩევნებში “ჰამასის” გამარჯვებამ დიდი დარტყმა მიაყენა რეგიონში ამერიკის პოლიტიკას.
რაც შეეხება ამერიკის პოზიციას - მან თავი შეიკავა “ჰამასის” მოსკოვში მიწვევის შესახებ პუტინის გადაწყვეტილების დაგმობისაგან, მაგრამ რეგიონში აშშ-ის მთავარმა მოკავშირემ, ისრაელმა არაორაზროვანი კომენტარი გააკეთა: მთავრობის წარმომადგენლის თქმით, პუტინის მიერ “ჰამასის” ლეგიტიმაციის მცდელობა ისრაელისთვის “ზურგში დანის ჩაცემის ტოლფასიაო”.