Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელმა ექსტრემისტებმა დღეს გაათავისუფლეს გუშინ


პალესტინელმა ექსტრემისტებმა დღეს გაათავისუფლეს გუშინ მძევლად აყვანილი

პალესტინელმა ექსტრემისტებმა დღეს გაათავისუფლეს გუშინ მძევლად აყვანილი
უცხოელების ბოლო ოთხკაციანი ჯგუფი: სამხრეთკორეელი ჟურნალისტი, ორი ფრანგი და ერთი კანადელი. შვიდ სხვა უცხოელთან ერთად ეს ოთხეული მძევლად აიყვანეს გუშინ - პასუხად იერიშზე, რომელიც ისრაელის ჯარმა მიიტანა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ იერიქონის ერთ-ერთ ციხეზე. ციხეზე იერიშის შედეგად ისრაელმა დააპატიმრა ექვსი პალესტინელი, რომელთაგან ერთ-ერთს ბრალად ედება ისრაელის მინისტთა კაბინეტის წევრის მკვლელობა 2001 წელს. პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა იერიშს "საზარელი დანაშაული" უწოდა და დასძინა, რომ ამით ისრაელმა მიღწეული შეთანხმებები დაარღვია. ისრაელმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა, რადგან პალესტინელთა ხელისუფლება პატიმრების გათავისუფლებას აპირებდა.
XS
SM
MD
LG