Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაიხურა საარჩევნო უბნები. დღეს


უკრაინაში დაიხურა საარჩევნო უბნები. დღეს ქვეყანაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ

უკრაინაში დაიხურა საარჩევნო უბნები. დღეს ქვეყანაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ
პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროგნოზის თანახმად, ამომრჩევლის აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა.მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ვიქტორ იანუკოვიჩის პრო-რუსული პარტია ხმების 30 პროცენტს მოიპოვებს, და ახალ პარლამენტში ყველაზე მეტი წევრით იქნება წარმოდგენილი. ეგზიტ პოლების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს, პარტია ხმების 15 პროცენტზე ცოტა მეტით მესამე ადგილზეა. ახალ პარლამენტში ბალანსის დამყარების მთავარი ფაქტორი ყოფილი პრემიერ მინისტრის, იულია ტიმოშენკოს ბლოკი იქნება - რომელიც, წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილზე გადის. იმის მიუხედავად, რომ ვითარება მისი პოპულარობის დაკარგვაზე მეტყველებს, საარჩევნო უბანზე მისულმა პრეზიდენმა, ვიქტორ იუშჩენკომ, დღევანდელ კენჭისყრას
უკრაინის ”პირველი სამართლიანი და დემოკრატიული” არჩევნები უწოდა.
XS
SM
MD
LG