Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე,

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე,
ჰუ ძინტაო, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებაზე შეთანხმდნენ. თუმცა მათ შეხვედრას ვაჭრობასთან, და ირანისა და ჩრდილოეთი კორეის ატომურ პროგრამებთან მიმართებით მნიშვნელოვანი სიახლე არ მოუტანია. თეთრ სახლში შემდგარი შეხვედრისას, ჰუ ძინტაომ განაცხადა, რომ ჩინური ფულის ერთეულის, იუანის, გადაცვლის ტარიფის ლიბერალიზაციას მოახდენს - თუმცა კონკრეტული არაფერი უთქვამს. შეერთებული შტატები ჩინეთს იუანის რევალვაციას სთხოვს, რათა შეერთებული შტატების მიერ ექსპორტირებული საქონელი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. ირანის ატომურ პროგრამასთან მიმართებით, ბუშმა განაცხადა, რომ არ მოხერხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აიძულონ ირანი შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. ბუში სანქციების დაწესების მომხრეა, ჩინეთს კი მხოლოდ დიპლომატიური ქმედებები სურს.
ამავე დროს, ვაშინგტონს სურს, რომ პეკინმა ჩრდილოეთ კორეაზე მოახდინოს ზეწოლა, და ატომური პროგრამის შეწყვეტა აიძულოს. თუმცა ჰუ ძინტაოს განცხადებით, ეს სირთულეებს უკავშირდება: [ჰუ ძინტაოს ხმა]: ”ამ ეტაპზე, ექვსმხრივი მოლაპარაკებები რთულ ფაზაშია. იმედი მაქვს, მონაწილეები შეძლებენ თანამშრომლობას, და მოლაპარაკებების მალე განახლებისთვის აუცილებელ პირობებს შექმნიან”. ბუშის თქმით, შეერთებულ შტატებს და ჩინეთს მართალია დიდი მანძილი აშორებს, მაგრამ გლობალური ეკონომიკა ორი ქვეყნის დამაახლოვებელი ფაქტორია.
XS
SM
MD
LG