Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენს ბუნებრივი აირის საფასურის ზრდა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე


1 მაისიდან ძალაში შევიდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 4 თვის წინანდელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით,

1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საფასური 27 თეთრიდან 34,2 თეთრამდე გაიზარდა. გაზის ტარიფის ზრდამ უკვე გამოიწვია ელექტროენერგიის ტარიფის მატება, გაიზარდა სხვა ენერგომატარებლების ღირებულებაც და მატება დაიწყო სამომხმარებლო ფასებმაც. რა გავლენას ახდენს გაზის ტარიფის ზრდა საქართველოში ამჟამად არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე?

საქართველოში ბუნებრივი აირის საფასური 4 თვის წინ გაიზარდა - მაშინ, როდესაც რუსეთმა 60-დან 110 აშშ დოლარამდე გააძვირა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირი. მაგრამ შუა ზამთარში სოციალური უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობამ გაზის გაზრდილი ტარიფის 3 თვით სუბსიდირება გადაწყვიტა, შემდეგ კი კიდევ 1 თვით სუბსიდირება მოახდინა და გაზრდილი ტარიფი ახლა, 1 მაისიდან, ამოქმედდა.

იმის გასარკვევად, თუ როგორ აისახება ბუნებრივი აირის საფასურის ზრდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ქუჩაში გამვლელ მოქალაქეებს გავესაუბრე.

[მოქალაქეების ხმა] ”აღშფოთებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან ძვირია, როგორ უნდა გადაიხადოს ხალხმა...”
”მე მგონი, შევძლებ, 2 თეთრით იზრდება დღეში, ხო?! მე მგონი, შევძლებ.”
”ძალიან ვწუხვართ. ვერ შევძლებთ, ალბათ, ამდენი გადასახადის გადახდას. მარტო გაზმა კი არ მოიმატა, გაზთან დაკავშირებით ძალიან იმატებს პროდუქტების ფასი. ასე გაგვიჭირდება ცხოვრება ძალიან.”

მოქალაქეთა ამ ვარაუდებს არ ეთანხმება სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე, რომლის აზრითაც, გაზის ტარიფის ზრდა ცხოვრების გაძვირებას არ გამოიწვევს. ეს რომ ასე არ არის, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის გიორგი თავაძის განცხადებიდან ჩანს. თავაძე ელექტროენერგიის ტარიფის მატების მიზეზებზე საუბრობს:

[გიორგი თავაძის ხმა] ”ელექტროენერგიის გაძვირების უპირველესი მიზეზი არის გაზის გაძვირება...”

გაზის საფასური რომ ჯაჭვური რეაქციის მსგავსად იწვევს ყველაფრის გაძვირებას, ამაზე “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” ექსპერტის კახა იმერლიშვილის კომენტარიც მეტყველებს:

[კახა იმერლიშვილის ხმა] ”საკმაოდ დიდ გავლენას იქონიებს ფასების დონეზე, იმიტომ რომ...”

კახა იმერლიშვილის აზრით, ამ პროცესებს ვერ შეაჩერებს ის სუბსიდია, რომლის გაწევაც მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან კიდევ ერთხელ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი გოდაბრელიძეს მოვუსმინოთ:

[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] ”10 მილიონი. ცოტა მეტი - დაახლოებით 11 მილიონამდე. ოღონდ ეს იქნება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.”

როგორც ჩემ მიერ ქუჩაში გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობის განცხადებებიდან შეიტყეთ, მათ, გაზის ტარიფის ზრდასთან ერთად, აწუხებთ, საერთოდ, ფასების ზრდა, რომლის სუბსიდირებაც საქართველოს მთავრობის გეგმებში არ შედის.
XS
SM
MD
LG