Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსის კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში, შეერთებული


ვილნიუსის კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა,

ვილნიუსის კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა,
დიკ ჩეინიმ, მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი. ჩეინის განცხადებით, რუსეთი პოსტ-კომუნისტურ პერიოდში განვითარებულ დემოკრატიზაციის პროცესს აფერხებს.
[ჩეინის ხმა]: ”დღევანდელ რუსეთში, რეფორმის ოპონენტებს უკანასკნელი ათწლეულის მიღწევებისთვის ხაზის გადასმა სურთ. სამოქალაქო საზოგადოების ბევრ ასპექტში - იქნება ეს რელიგია, მედია, აქტივისტთა ჯგუფები თუ პოლიტიკური პარტიები - მთავრობა უსამართლოდ და უადგილოდ ზღუდავს მისი ხალხის უფლებებს. რუსეთის მთავრობის მიერ განხორციელებული სხვა ქმედებებიც კონტრ-პროდუქტიული იყო, და ამან, შესაძლოა, რუსეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზეც იქონიოს გავლენა”. ჩეინის თქმით, რუსეთი დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას უნდა დაუბრუნდეს, და უნდა შეწყვიტოს საკუთარი ენერგეტიკის მეშვეობით მეზობელი ქვეყნების დაშინების პრაქტიკა. ამავე დროს, დიკ ჩეინის განცხადებით, ვაშინგტონი არ ფიქრობს, რომ ”რუსეთი აუცილებლად გახდება მტერი”.
XS
SM
MD
LG