Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია "ამნესტი


ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშნელმა" გააკრიტიკა სახელმწიფოები,

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშნელმა" გააკრიტიკა სახელმწიფოები,
რომლებიც ტერორიზმს ებრძვიან და ამავე დროს ადამიანის უფლებებს არღვევენ. დღეს გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში, რომელშიც 2005 წელია მიმოხილული, ორგანიზაციის აზრით, ყველაზე უფრო თვალსაჩინოა დასავლეთის იმ ქვეყნების პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ უშიშროების გაძლიერებას სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე. ადამიანის უფლებების დამცველები, კერძოდ, დაჟინებით სთხოვენ შეერთებულ შტატებს, დახუროს ციხე გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე.

XS
SM
MD
LG