რომელსაც ორშაბათს ქაბულში 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბევრის შეფასებით, არეულობა აჩვენებს მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას ავღანეთის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების ყოფნით. მაგრამ მოისმენთ მოსაზრებასაც, რომ კრიმინალურმა ძალებმა ისარგებლეს აღშფოთებით, რომელიც მოსახლეობაში მოჰყვა გახმაურებულ ავტოავარიას: ლაპარაკია ავარიაზე, რომელშიც ამერიკულმა სამხედრო სატვირთო მანქანამ 5 ავღანელი მოკლა. აქვე უნდა ითქვას, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა ფულადი დახმარება აღუთქვა დაღუპულების ოჯახებს.
როგორც იუწყებიან, ქაბულის გარშემო ავღანური არმიის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები განთავსდა. ქუჩებში სამხედრო პატრული დარაჯობს და პოლიციელებსაც ქუჩაში უწევთ მუშაობა, რადგან გუშინ მათ საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა დაუნგრიეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები. რაც შეეხება ნატოს სარდლობას დაქვემდებარებულ უცხოურ ჯარებს, ისინი ავღანურ მხარესთან კოორდინირებულად მოქმედებენ, მაგრამ, ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, ნაკლებად ჩანან ქალაქში.
სიმშვიდის მიუხედავად, ამბობს ომისა და მშვიდობოს საკითხების ინსტიტუტის ქაბულის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი ჯინ მაკკენზი, ქაბულში დაძაბულობა იგრძნობა: [მაკკენზის ხმა] “სიმშვიდეა, მაგრამ ალბათ, ყველას უტრიალებს თავში შეკითხვა: ეს ცალკეული ინციდენტი იყო? ყველაფერი ისევ ძველებურად - ნორმალურად იქნება, თუ ძალადობა დედაქალაქშიც იმატებს?”
ანალიტიკოსების შეფასებით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ამერიკული სამხედრო მანქანით გამოწევულ ავარიას დიდი მღელვარება მოჰყვა ქაბულში. ამ ფაქტორებს ჯინ მაკკენზი ჩამოთვლის: [მაკკენზის ხმა] “არეულობა არ გამოიწვია მხოლოდ გაჯავრებამ ავღანეთში უცხოელების ყოფნის გამო. აშკარაა უკმაყოფილება მზარდი უმუშევრობით, პოლიციაში კორუფციით მთავრობაში გავრცელებული კორუფციით. ეს არის უკმაყოფილება რეფორმის ნელა მიმდინარეობის გამო”.
რაც შეეხება შეფასებას, რომ გუშინდელი ძალადობა ქაბულში “ანტიამერიკული გამოსვლა” იყო, ის გაუმართლებლად მიაჩნია პოლ ბარკერს, ჰუმანიტარულ ორგანიზაცია “კეირის” წარმომადგენელს, რომლის ოფისიც ქაბულში გუშინ დაწვეს. ბარკერის არგუმენტია ის გარემოება, რომ საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა არა მარტო ამერიკული ორგანიზაციები დაარბიეს. ის ფიქრობს, რომ გუშინდელი ძალადობის ყველაზე აქტიური მონაწილეები იყვნენ კრიმინალური ელემენტები, რომელთაც უცხოური ოფისები გაძარცვის შანსი იპოვეს.
ამ გარემოებაზე მიუთითა ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმაც, როცა ორშაბათს საღამოს ტელემიმართვაში გამოეხმაურა ავტოავარიით გამოწვეულ არეულობას. [ჰამიდ კარზაის ხმა]
“საგზაო უბედური შემთხვევები მთელს მსოფლიოში ხდება. ჩვენშიც ხდება ყოველ დღე, ადამიანებიც იღუპებიან. ეს არ უნდა გახდეს ძალადობისა და ჩვენი ქვეყნის ნგრევის მიზეზი. უნდა ჩავატაროთ გამოძიება და ფაქტები დავადგინოთ. ხოლო რაც შეეხება აგიტატორებსა და კრიმინალურ ელემენტებს, რომლებმაც ეს ავტოავარია გამოიყენეს ძალადობისა და ნგრევის გასამართლებლად, ისინი უნდა შევაფასოთ, როგორც ქვეყნის მტრები. საჭიროა მათი დასჯა. ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ”. პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ამ განცხადების კონტექსტში აღსანიშნავია ავღანეთში დამოუკიდებელი ადამიანის უფლებების დამცველი კომისიის დირექტორის, ნადერ ნადერის ინფორმაციაც, რომ საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებში არაკანონიერი შეიარაღებული ჯგუფების არაერთი წევრი ამოიცნეს.
რიგით ავღანელებს, როგორც ჩვენი კორესპონდენტები იუწყებიან, ჩვეულებრივ, არ აწუხებს მათს ქვეყანაში უცხოელი ჯარისკაცების ყოფნის ფაქტი. მაგრამ გასათვალისწინებელია ტენდენცია: მას შემდეგ, რაც კოალიციის საჰაერო ოპერაციების შედეგად სამოქალაქო პირებიც დაიღუპნენ, იცვლება ავღანელების დამოკიდებულება უცხოელების მიმართ.