წლის წინათ, როდესაც ფეხს იდგამდა მიხეილ სააკაშვილის ”ნაციონალური მოძრაობა”. მაშინ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა ამომრჩევლებთან რამდენიმეპუნქტიანი ხელშეკრულება გააფორმეს. დღეს კი, ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო კანცელარიასთან ომის ვეტერანებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. რას მოითხოვენ ისინი?
[ისმის მიტინგის ხმა] ”...დადებულია ოფიციალური ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ კანონით ეს ხელშეკრულება ძალაშია შესული...”
ეს ომის ვეტერანი ხმის გამაძლიერებლიდან პრეზიდენტ სააკაშვილს 2002 წელს თბილისელებთან დადებულ ხელშეკრულებას შეახსენებდა. მაშინ სააკაშვილი და მისი გუნდი დედაქალაქის მოსახლეობას, საკრებულოში არჩევის სანაცვლოდ, ბევრ რამეს დაჰპირდა და ეს წერილობითი ფორმით იურიდიულადაც გააფორმა. ხელშეკრულებაში შავით თეთრზე, ერთ-ერთ მუხლად, შემდეგი რამ წერია:
[თამაზ თევდორაშვილის ხმა] ”შევქმნით ვეტერანთა რეაბილიტაციისა და დასაქმების ცენტრს. უყურეთ, აქ რა წერია: თუ ჩვენ ვერ შევძლებთ აღნიშნული დაპირების შესრულებას, ერთი წლის შემდეგ, 2003 წლის ივნისში, ვადაზე ადრე გამოვალთ თბილისის საკრებულოდან და არ მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში. კობა დავითაშვილი, რევაზ შავიშვილი და, თავი და თავი, მიხეილ სააკაშვილი...”
ომის ვეტერანი თამაზ თევდორაშვილი ამბობს, რომ არათუ ვეტერანთა რეაბილიტაციის ცენტრები შეიქმნა, არამედ, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმოწერით, ის შეღავათებიც კი გაუქმდა, რომლითაც ომის ვეტერანები სარგებლობდნენ.
ამომრჩეველთა ამ კითხვებზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პასუხი დღემდე არ გაუცია. მე ხელშეკრულების კიდევ ერთ ხელმომწერს, ახლა ოპოზიციაში მყოფ კობა დავითაშვილს, ვკითხე, შეასრულა თუ არა მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
[კობა დავითაშვილის ხმა] ”თბილისის საკრებულოს წევრი მე არ გავმხდარვარ, თუმცა სიაში ვიყავი. მანდ წერია, რომ ეს ყველაფერი - ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, და ოპოზიციაში ვიმყოფები სწორედ იმიტომ, რომ ეგ შეთანხმებები არ სრულდება.”(სტილი დაცულია)
კობა დავითაშვილი და ხელშეკრულების სხვა ხელმომწერი, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი, პოლიტიკოსები, მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამბობენ, რომ 2002 წლის ადგილობრივი არჩევნებისას ნაკისრი ვალდებულებები დავიწყებას არ მისცემია და ის ძალაში რჩება. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულების ყველა ხელმომწერს, სავარაუდოდ, სასამართლოს დარბაზში მოუწევს თავის მართლება, და თუ რატომ, ომის ვეტერანთა აქციის ორგანიზატორის ჩიორა წიკლაურის განცხადებიდან შეიტყობთ:
[ჩიორა წიკლაურის ხმა] ”მეგობარ იურისტებს ვთხოვეთ და ვამზადებინებთ სარჩელს ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამის გარდა, კონსტიტუციით რისი უფლებაც გვაქვს, ყველა უფლებას გამოვიყენებთ, რათა მივაღწიოთ შედეგს.”
ომის ვეტერანებს გადაწყვეტილი აქვთ, სასამართლოში პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი მომავალი 2 დღის მანძილზე შეიტანონ.