Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული პროგრამის საკითხებში ირანის მთავარმა


ბირთვული პროგრამის საკითხებში ირანის მთავარმა წარმომადგენელმა, ალი ლარიჯანიმ,

ბირთვული პროგრამის საკითხებში ირანის მთავარმა წარმომადგენელმა, ალი ლარიჯანიმ,
მუსულმან ქვეყნებს ატომური განვითარების გზის არჩევისკენ მოუწოდა. ლარიჯანი ამ მოწოდებით კაიროში, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოვიდა. მოგვიანებით ის ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმედ აბულ ღეითს შეხვდა და ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილი უთანმოება განიხილა. ირანში კი საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოთაქიმ, განაცხადა, რომ თეირანი თავისი ატომური პროგრამის ირგვლივ დასავლეთისთვის საკუთარი პირობების შეთავაზებისთვის ემზადება. მოთაქის თქმით, თეირანის წინადადება ან ევროპის, შეერთებული შტატების, რუსეთის და ჩინეთის მიერ ირანისთვის შეთავაზებული პირობების მოდიფიკაცია იქნება, ან პირობების სრულიად ახალი პაკეტი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
XS
SM
MD
LG