სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულმა ტენდერმა გამოიწვია. სააგენტომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად 25 წლიანი ლიცენზიების გაცემა გადაწყვიტა და, როგორც მისი ხელმძღვანელობა ამბობს, ინვესტორების ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა. რით არის განპირობებული ასეთი ინტერესი საქართველოს გაზისა და ნავთობის მარაგის მიმართ?
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ სალიცენზიო ბლოკებზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერით 5 უცხოური კომპანია დაინტერესდა. მათი ვინაობა სააგენტოს უფროსმა ანდრო კოტეტიშვილმა 15 ივნისს სატენდერო პაკეტების გახსნისას გამოაცხადა. ესენი არიან: ”ანგლო-ჯორჯია პეტროლიუმი”, ბავარიული ნავთობკომპანია, ”სტატოილი”, ”აქცია ბი-ეი-სი”, და ”კასპიან სტატოილი”.
[ანდრო კოტეტიშვილის ხმა] ”ტენდერის პირობებში მთავარი არის, რომ...”
ნავთობის აღმოჩენის შემთხვევაში მის მპოვნელ კომპანიას, ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზიის საფასურის გადახდასთან ერთად, ნედლეულის 50 პროცენტის სახელმწიფოსთვის გადაცემაც მოუწევს. ახლა კი დასავლეთ საქართველოს ნავთობრესურსების შემსწავლელი კომპანია მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ბონუსის თანხას იხდის, რომლის მოცულობა, ბლოკების მიხედვით, 150 ათასი აშშ დოლარიდან 700 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს.
აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთელი ტერიტორია ეგრეთ წოდებულ ბლოკებად არის დაყოფილი და ლიცენზიები საძიებო სამუშაოებსა თუ მოპოვებაზე სწორედ ბლოკების მიხედვით გაიცემა.
აქამდე ინვესტორები ყველაზე დიდ ინტერესს აღმოსავლეთ საქართველოს ბლოკების მიმართ იჩენდნენ, ახლა კი დასავლეთი საქართველოც მნიშვნელოვანი ინტერესის საგნად იქცა. თუ რა არის ამის მიზეზი, ანდრო კოტეტიშვილის განცხადებიდან შეიტყობთ:
[ანდრო კოტეტიშვილის ხმა] ”მე ვფიქრობ, ალბათ, კარგი მონიტორინგის ჩატარების შედეგია ეს და, რა თქმა უნდა, კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა...”
კოტეტიშვილს იმედი აქვს, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვა. ეს, მართლაც, გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემოს დამსახურებაა? - ამ კითხვით ენერგეტიკის ექსპერტს ლიანა ჯერვალიძეს მივმართე.
[ლიანა ჯერვალიძის ხმა] ”...არა არა, კარგი საერთაშორისო კონიუნქტურა არის...”
თუმცა ლიანა ჯერვალიძეც აღნიშნავს, რომ საქართველოში ბევრი ის ბარიერია მოხსნილი, რაც ნავთობის მომპოვებლებს რუსეთში ანდა საუდის არაბეთში ხვდებათ.