Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ამირ პერეცმა


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ამირ პერეცმა პალესტინელი ექსტრემისტები გააფრთხილა,

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ამირ პერეცმა პალესტინელი ექსტრემისტები გააფრთხილა,
რომ ძვირად დაუჯდებათ თავდასხმა ისრაელის სამხედრო პოსტზე. პერეცს არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს მისი მუქარა, მაგრამ მისივე თქმით, ისრაელი ყველა შესაძლო ზომას მიმართავს, პალესტინელების იერიშისას გატაცებული ისრაელი ჯარისკაცის დასაბრუნებლად. ისრაელის კიდევ ორი ჯარისკაცი მოკლეს კვირას დილით პალესტინელი ექსტრემისტების მიერ განხორციელებული იერიშისას. პასუხისმგებლობა იკისრა "ჰამასთან" დაახლოებულმა ორგანიზაციამ. ამავე იერიშისას 3 პალეტსინელი ექსტრემისტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG