უცხოეთის ქვეყნები - მათ შორის საქართველოც - სხვადასხვა ზომას მიმართავენ ლიბანიდან თავიანთი მოქალაქეების საევაკუაციოდ. მეორე მხრივ, გაუსაძლისი გახდა ცხოვრება ჩრდილოეთ ისრაელში - რეგიონში, რომელსაც “ჰისბალაჰმა”გასულ კვირაში ასობით რაკეტა დაუშინა. ჩვენი რადიოს კორესპონდენტები შეეცადნენ გაერკვიათ, როგორ აღიქვამენ და როგორ უმკლავდებიან რიგითი მოქალაქეები ლიბანსა და ისრაელში ძალადობის ბოლო ესკალაციას.
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ბეირუთელები ზღვისპირა კაფეებში ირეოდნენ, საზაფხულო გეგმებს აწყობდნენ, სანაპიროზე, როგორც კორესპონდენტები იუწყებიან, უამრავ გაღიმებულ სახეს იხილავდი. მაგრამ რამდენიმე დღეა, განწყობა რადიკალურად შეიცვალა: ლიბანში ის რეალობა სუფევს, რომელიც ქვეყანამ სამოქალაქო ომის წლებში გამოიარა: საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენის ხმა, სარაკეტო იერიში, ნამსვხრევებით მოფენილი ქუჩა, პანიკა, სისხლი...
ათიათასობით უცხოელი ცდილობს და, ნაწილობრივ მაინც, ახერხებს ამ რეალობისთვის თავის დაღწევას, მაგრამ თვით ლიბანელების უმეტესობას - უცხოეთში წასვლის საშუალება არა აქვს.
ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში იბრაჰიმ ფოურიმ, რომელიც ბეირუთში ამერიკულ უნივერსიტეტში მუშაობს, აღწერა ვითარება ლიბანის დედაქალაქში - როგორ უმკლავდება ადგილობრივი მოსახლეობა ისრაელის მასშტაბური, უკვე ერთკვირიანი სამხედრო ოპერაციის შედეგებს. [იბრაჰიმ ფოურის ხმა] “პირველ დღეებში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა სირიასა და იორდანიას მიაშურა, რადგან ეს იყო ერთადერთი წასასვლელი გზა. მაგრამ, როგორც იცით, ლიბანი ალყაშია მოქცეული და ახლა სულ უფრო ძნელი ხდება გამგზავრება, თუმცა ზოგი ამას მაინც ცდილობს”.
ამასთან, დასძენს იბრაჰიმ ფოური, ისრაელის იერიშების მასშტაბის ზრდის გამო ძნელია უსაფრთხო თავშესაფრის პოვნა. [იბრაჰიმ ფოურის ხმა] “ხან მთაში ისვრიან, ხან დამასკის გზაზე, ხან ტრიპოლის გზაზე. ამიტომ ძნელია განსაზღვრო, სად აფეთქდება შემდეგი ბომბი”.
ამიტომ ბეირუთელების უმეტესობა ქალაქში ჩარჩა: ქალაქში, რომლის მაღაზიები თითქმის აღარ მუშაობს, რომელშიც უკვე ჭირს პროდუქტების, თუ პირველადი მოხმარების საგნების შეძენა. [იბრაჰიმ ფოურის ხმა] “თავი ციხეში მგონია... მართალია, შემიძლია სამსახურში წასვლა და შინ დაბრუნება, მაგრამ შეგრძნება გაქვს ისეთი, რომ ალყაში მოგაქციეს. ძალიან ძნელია, როცა ვერ მიდიხარ იქ, სადაც გინდა რომ წახვიდე შენივე მანქანით იქნება, თუ თვითმფრინავით, ან ნავით.”
თუმცა, მგზავრობას ვინ ჩივის: როგორც იბრაჰიმ ფოური ამბობს, ბეირუთში თაშესაფარიც კი არ არის, რომ ქალაქის დაბომბვისას დაიმალო - ისრაელისაგან განსხვავებით. იქ, თუნდაც ქალაქ ჰაიფაში, რომელიც რამდენიმეჯერ იყო ლიბანიდან გასამხედროებულ მოძრაობა “ჰიზბალაჰის” რაკეტების სამიზნე, მოსახლეობას თავშესაფრები ეგულება: [ტოვა ლაზაროვის ხმა] “ხალხს სპეციალურად დაცული ოთახები აქვს შინ - ასეთი ოთახი აღჭურვილია ლითონის კარით და სპეციალური ფანჯრებით. ადამიანები, ალბათ, ან ასეთ ოთახებში სხედან, ან უბრალოდ იციან, რომ თავშესაფარი იქვე აქვთ. შენობები აღჭურვილია საერთო თავშესაფრებით, მაგრამ შენობაში ხომ ბევრი ადამიანი იმყოფება, ამიტომ, ვფიქრობ, ბევრს ურჩევნია თავისსავე ბინაში, სპეციალურად დაცულ ოთახში დარჩენა”, განმარტავს ტოვა ლაზაროვი - გაზეთ “ჯერუსალემ პოსტის” კორესპონდენტი ჰაიფაში.
ჰაიფა ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქია და მისი ქუჩები - ისევე როგორც ბეირუთში - არათუ გაღიმებული გამვლელებისაგან, საერთოდ, გამვლელებისაგან დაიცალა: დახურულია ნავსადგური, სკოლები, მრავალი ოფისი, მაღაზიები, უნივერსიტეტი.
მაგრამ ბეირუთის და ჰაიფის შედარება არ შეიძლება ერთი ასპექტით მაინც - მსხვერპლის რიცხვი ლიბანში გაცილებით მეტია, ვიდრე ისრაელის მხარეზე. ამ გარემოებაზე მიუთითებს არაბული სათვისტომოს ორგანიზაციების გაერთიანების, “იტიჯაჰის” გენერალური დირექტორი ამირ მახული, რომელიც ისრაელს აკრიტიკებს ლიბანზე გაუმართლებლად მასშტაბური საპასუხო იერიშის გამო. [ამირ მახულის ხმა] “ჰაიფაში თითქოს კომენდანტის საათი მოქმედებს, ქუჩები დაცარიელებულია. სულ განგაშის მოლოდინში ვართ. მაგრამ ფიქრებით ჰაიფაში კი არა ვართ, არამედ ლიბანის სამხრეთში და ბეირუთში, სადაც ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს და დიდი დანაშაულები ხდება. არ შეიძლება ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ომი მიმდინარეობდეს თანაბარი ძალის ორ ჯგუფს შორის”.