Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მონანიება არის ინტელექტუალური აქტი”


ჩვენი სიუჟეტის სუბიექტმა, პროტესტანტმა პასტორმა, ახალგაზრდობაში მკვლელობა ჩაიდინა.

მოკლა თავისი მეგობარი ქალი. ამისთვის მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მკვლელობის მოტივი სიხარბე იყო. მაშინ ოც წელს გადაცილებულმა, გაიცნო ახალგაზრდა გოგონა, შეიყვარა. ისინი ქალის მშობლების დაუკითხავად დაქორწინდნენ. მალევე მან ახლად შერთული მეუღლე მაღალ კლდესთან მიიტყუა და ხელი ჰკრა. ეს იყო შოტლანდიაში, სადაც პოლიციამ არ დაიჯერა მომავალი პასტორის ნაამბობი. მას მერე კი, რაც შეიტყო, რომ, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, ეჭვმიტანილმა სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება გააფორმა, დააპატიმრა. მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. განსაკუთრებული ქცევისა და იმის გამოც, რომ ციხეში ყოფნისას მან არა მხოლოდ დიზაინი და მხატვრობა, არამედ თეოლოგია ისწავლა და ედინბურგის უნივერსიტეტმა თეოლოგის ლიცენზიაც არ დაუკავა, ის 16 წელიწადში გაათავისუფლეს. მკვლელობისთვის ნასამართლევი მომავალი მღვდელი ციხეშივე დაეუფლა ბერძნულსა და ებრაულს. მისი სასულიერო კარიერის გზა ხსნილი იყო. და ის გაჰყვა კიდეც ამ გზას, თავიდან პრობლემების გარეშე, სანამ არ გადაწყვეტდა დაეწყო მოძღვრობა, ანუ გამხდარიყო ეგრეთ წოდებული “სულისთვის მზრუნველი”. “სულისთვის მზრუნველობა” სხვადასხვა რელიგიაში სხვადასხვა ფორმით არსებობს. დასავლეთში ის ქრისტიანულად მოტივირებული მცდელობაა ადამიანის სულის ღმერთთან კავშირის განსამტკიცებლად. ანუ ის, ვინც ამ საქმეს ხელს მოჰკიდებს, თვითონ უნდა იყოს სულით ძლიერი. სხვა შემთხვევაში, ვისაც უჭირს, ვისაც ხელშეწყობა თუ შინაგანი გამაგრება სჭირდება, ვერ დაეხმარები. აქ კი საქმე გვაქვს კაცთან, რომელსაც უკიდურესად მძიმე ცოდვა აწევს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამგვარი ცოდვის ჩამდენს არა აქვს უფლება იქადაგოს და ვინმეს სულზე იზრუნოს. მღველმთავარმა, ვისაც უნდა გადაეწყვიტა, შეიძლებოდა თუ არა მისთვის ამ საქმის ჩაბარება, თავიდან ჩვენს გმირს ჰკითხა, მოახერხებ კი ამ ტვირთის ზიდვასო? პასუხი ასეთი იყო: კი, ღვთის შეწევნითო. მაშინ მას წარმატება უსურვეს.
წარმატება, ანუ როცა ბედი გწყალობს, ზოგიერთ რელიგიაში ეგრეთ წოდებული კარმით განისაზღვრება, კარმავეა იმ ქმედებათა გამომწვევი, რაც ცოდვად მიიჩნევა. ამ თემატიკის გარშემო ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ შუა საუკუნეების ისტორიისა და ფილოსოფიის სპეციალისტს ლევან გიგინეიშვილს. ის ამბობს, რომ, რელიგიური თვალსაზრისით, ცოდვის მონანინება უცბადაც შეიძლება მოხდეს:

(გიგინეიშვილის ხმა)

მაგრამ ეს, შენიშნავს ჩემი თანამოსაუბრე,რეალურ ცხოვრებაში უფრო ხანგძლივი პროცესია:

(გიგინეიშვილის ხმა)

ლევან გიგინეიშვილთან საუბარში ამ ხანგძლივ პროცესში საზოგადოების როლსაც შევეხეთ და გაირკვა, რომ საზოგადოებას ადამიანი ემორჩილება არამხოლოდ სინდისის კარნახით. საზოგადოების შემწყნარებლობის საკითხი სხვაა, მიტევება კი სხვა.

(გიგინეიშვილის ხმა)
ჩემი რესპონდენტის თქმით, რელიგიური მოწოდებაა, უსმინო სინდისის ხმას, მაგრამ ეს ხშირად არ არის იოლი, არ არის იოლი, იყო გარიყული. ლევან გიგინეიშვილმა გაიხსენა ვაჟა- ფშაველა, რომლის პოემები სწორედ ამაზეა - სინდისი თუ სირცხვილი? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ორი ფენომენი ერთმანეთს აუცილებლად უნდა დავუპირისპიროთ. საზოგადოებას, ამბობს ჩემი თანამოსაუბრე, შეუძლია შექმნას კატეგორიები, რომლებიც არ არის დაფუძნებული ჭეშმარიტებაზე. ამ დროს ხდება ტრაგიკული კონფლიქტი პიროვნების სინდისსა და საზოგადოების სინდისს შორის. ამის მაგალითი არაერთია ისტორიაში. ქრისტიანობის ისტორიას თუ გადავხედავთ, არაერთია იმის მაგალითიც, რომ სულიერად მაღალი განვითარებისთვის მას მიუღწევია, ვისაც ცოდვის სიმძიმე განუცდია.

(გიგინეიშვილის ხმა)

იმედი შეიძლება არ უნდა დაკარგოს, მაგრამ ცოდვის სიმძიმისგან თავის დაღწევა, თუკი მას ადამიანი მართლაც განიცდის, იოლი არ არის. და არა მხოლოდ განიცდის, - განგიმარტავთ ლევან გიგინეიშვილი:

(გიგინეიშვილის ხმა)

როცა გრძნობას და გონებას თან ერთვის ხოლმე ნება, ნებისმიერი ცოდვის ჩამდენს ეძლევა ძალა მონანიებისა და, თუ მას სხვა არ აღიარებს, თუკი ადამიანს კვლავ წარსულს უხსენებენ და მხოლოდ ცოდვის ჩამდენად მიიჩნევენ, მის მცდელობაზე კი თვალს ხუჭავენ, როგორც იმ პროტესტანტი პასტორის შემთხვევაში, მას ეს ნება გზის გაკაფვის საშუალებასაც აძლევს. ასეთი რამ ადრეც ხდებოდა და დღესაც ხდება.
“უხილავი ფარდის” დღევანდელი სტუმარი, შუა საუკეეების ისტორიისა და ფილოსოფიის სპეციალისტი ლევან გიგინეიშვილი მოკლედ გიამბობთ ისტორიას ერთი ამგვარი მონანიების შესახებ.
(გიგინეიშვილის ხმა)
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG