Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ორის რუსი მშვიდობისდამცველი


თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ორის რუსი მშვიდობისდამცველი მოკლეს

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ორის რუსი მშვიდობისდამცველი მოკლეს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორი რუსი მშვიდობისდამცველი, გაგრა-გუდაუთის გზაზე 2 აგვისტოს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას მოკლეს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან აფხაზეთის დეფაქტო შს მინისტრის, ოთარ ხეციას ინფორმაციაზე დაყრდნობით. მკვლელობა გამოძიების ვერსიით, ძარცვის მიზნით მოხდა. რუს ჯარისკაცებს ორი ავტომობილით სახელფასო თანხა, 17 მლნ რუბლი (დაახლოებით 635 ათასი დოლარი) გადაჰქონდათ. მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ორი, აფხაზი ეროვნების ეჭვმიტანილი. მათი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულია ნიღბები და მამაკაცის გასისხლიანებული პერანგი. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG