როგორც ჩანს, სასამართლო პროცესებზეც უწევთ სიარული. საქმე ის არის, რომ 3 აგვისტოს ეგრეთ წოდებული დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრები და მათი მხარდამჭერები, უნივერსიტეტის ბაღის ნაცვლად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეიკრიბნენ, სადაც დილის 10 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ხუბუას სამუშაო კაბინეტში შეჭრის ფაქტზე აღძრული საქმის განხილვა დაიწყო. სასამართლო კოლეგია მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია, თუ რა მოხდა ერთი თვის წინ უნივერსიტეტის ხელმძღვანელის კაბინეტში - ჰქონდა თუ არა ადგილი პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან ადმინისტრაციულ გადაცდომას.
2006 წლის 3 ივლისს პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც თავს ეგრეთ წოდებული დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრებად მიიჩნევენ, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კაბინეტში შევიდნენ. ალეკო ცქიტიშვილი, უნივერსიტეტის პრესსამსახურის უფროსი, ერთი თვის წინანდელ ამბებს ასე იხსენებს:
[ალეკო ცქიტიშვილის ხმა] „ფიზიკური ძალის გამოყენებით გააღეს კარი და შევარდნენ რექტორის სამუშაო ოთახში და მოსთხოვეს მას, ულტიმატუმის სახით, დაეტოვებინა სასწრაფოდ უნივერსიტეტი. ამავე დროს, საკმაოდ შეურაცხმყოფელი ეპითეტებითაც მიმართავდნენ. გია ხუბუამ მოითხოვა უკანონობის აღკვეთა და მოუწოდა დაეტოვებინათ სამუშაო კაბინეტი, მაგრამ ამ თხოვნაზე პროფესორ-მასწავლებლებმა უარი თქვეს.“
პროფესორ-მასწავლებლებმა რექტორის კაბინეტი სულ მალე, პატრულის გამოძახების შემდეგ, დატოვეს, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სამართალდამცავ სტრუქტურებს რეაგირებისთვის მაინც მიმართა. თავდაპირველად პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა მოგვიანებით, 29 ივლისს, იმის გამო, რომ გამოძიებამ პროფესორ-მასწავლებელთა ქცევაში ვერ აღმოაჩინა დანაშაულის ნიშნები, საქმე, როგორც ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტზე აღძრული, სასამართლოს გადაუგზავნა. ბრალდების მტკიცებით, 3 ივლისს რექტორის კაბინეტში შეჭრილმა პროფესორებმა, წინააღმდეგობის გაწევის პარალელურად, ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა, რაც ადმინისტრაციის წევრთა სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა. პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა ამ ბრალდების გაბათილება შემდეგი არგუმენტებით სცადა:
[გიორგი გოგოლაშვილის ხმა] „ისინი გვაყენებდნენ შეურა_წ_ყოფას, წერს ივანე ბოკერია და იქვე განაგრძობს: შეურა_წ_მყოფელი სიტყვები ისმოდა: უწიგნური, ხიხო და ასე შემდეგ. თავისთავად ცხადია, კაცისთვის რომელიც წერს შეურა_წ_ყოფას, უწიგნური ბრალდება კი არ არის, არამედ ფაქტის დადასტურებაა.“
დარბაზი, სადაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილი პროფესორების გულშემატკივრებს ვერ იტევდა. კოლეგების ემოციურ სიტყვას ისინი, როგორც წესი, მქუხარე ტაშით ხვდებოდნენ. აქტიურობდნენ პროფესორთა ადვოკატებიც. ლია მუხაშავრიამ მოსამართლე თეა თადაშვილს არაერთი შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, ადვოკატის თქმით, სასამართლო რატომღაც არ დაინტერესდა უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, წესდებით, რომლითაც ადმინისტრაცია მოქმედებს და რომლითაც შეიძლება დიდი სამეცნიერო საბჭოს ლეგიტიმურობა დამტკიცდეს.
[ლია მუხაშავრიას ხმა] „საკითხი ძალიან საჭირბოროტოა, ვინაიდან, თუ წესდება მოქმედებს, მაშინ დიდი სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება ძალაშია და, ამ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე - პროფესორები მოქმედებენ წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრები. ისინი ურთიერთობდნენ ადმინისტრაციასთან უფლებამოსილების ფარგლებში და, შესაბამისად, არანაირად არ შეიძლება ვისაუბროთ ამ პირთა მხრიდან წვრილმანი ხულიგნობის ან თვითნებობის ჩადენაზე.“
უნდა ითქვას, რომ, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, პროფესორ-მასწავლებლებს მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. პროკურორმა მოწმეების დაკითხვის შემდეგ უნივერსიტეტის თანამშრომელთა 100-100 ლარით დაჯარიმება მოითხოვა.