საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკება, და ახლა გეგმა კავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ. თუმცა, ეს განცხადება დაჩრდილა საქართველოსა და აზერბაიჯანის მისამართით გამოთქმულმა გაფრთხილებამ, რომ ამ ქვეყნებმა სამხედრო სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ზრდა უნდა შეაჩერონ. ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა, 28 აგვისტოს, ლიუბლიანაში გამართულ კონფერენციაზე, უჩვეულოდ მკაცრად ფორმულირებულ გამოსვლაში განაცხადა, რომ რეგიონში თავდაცვაზე დახარჯული თანხა შემაშფოთებლად იზრდება. ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ბრიუსელში, აჰტო ლობიაკასმა სამშაბათს ინტერვიუ ჩამოართვა ფერერო-ვალდნერს.
ფერერო-ვალდნერი: "ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხებოდა. ეს ყველა ქვეყანას ეხებოდა სამხრეთ კავკასიაში და მინდოდა ეს მესიჯი აზერბაიჯანისა და სომხეთისვისაც მიმეწვდინა. სახეზეა ერთგვარი აგრესიული რიტორიკა და ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ მას, ვინაიდან ომი კატასტროფა იქნებოდა. ძალიან ხშირად კონფლიქტი და შეიარაღებული კონფლიქტები აგრესიული რიტორიკით იწყება ხოლმე. მე საქართველოც ვახსენე, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ თუკი რამის მიღწავა გსურს, - აქ კი საქმე გვაქვს სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან - ვფიქრობ, პარტნიორთან დიალოგით უნდა დაიწყო. ეს ორივე მხარეს ეხება, ეს ეხება მეზობელსაც."
ფერერო ვალდნერის აზრით, ეს აგრესიული რიტორიკა სამხრეთი კავკასიის სამივე დედაქალაქიდან მოისმის.
ფერერო-ვალდნერი ოქტომბერში რეგიონში ჩავა სამეზობლო პოლიტიკის "სამოქმედო გეგმის" საბოლოო სახით წარმოსადგენად. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, ევროკავშირის მხრიდან გამოთქმული გაფრთხილება გაგებულ უნდა იქნეს თუ არა "სამოქმედო გეგმის" ამოქმედების პირობად, ფერერო-ვალდნერმა უპასუხა:
ფერერო-ვალდნერი: "იქ კარგი მმართველობა იმკვიდრებს ფეხს და ამიტომ ვახსენე ხაზგასმით ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა, ვინაიდან ეს საუკეთესო პოლიტიკაა, რამაც უკვე აჩვენა, რომ კარგ მმართველობაზე ვმუშაობთ. კარგი მმართველობა იმასაც ნიშნავს, როგორ იქცევიან მთავრობები. ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს მათთან. ცხადია, ყოველი ამ დიალოგის დროს ვახსენებთ პრობლემებს, რომლებიც, ჩვენის აზრით, არ უნდა გრძელდებოდეს. ეს კი [იგულისხმება სამხედრო ბიუჯეტის ზრდა] ერთ-ერთი ასეთი პრობლემათაგანია."
ნიშნავს თუ არა ეს, რომ "სამოქმედო გეგმებს" ამ ეტაპზე არაფერი ემუქრება? - ვკითხეთ ბენიტა ფერერო ვალდნერს.
ფერერო-ვალდნერი: "ჩემის აზრით, ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, "სამოქმედო გეგმების" მეშვეობით შეგვეძლება უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მათთან, ვიმუშაოთ ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებზე. ასევე, მაგალითად, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადმინისტრაციულ რეფორმაზე. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და, ვფიქრობ, აუცილებელია ამის გაკეთება."