ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 29 სექტემბერს მიიღო, რადგან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ ფისკალურ და ფულად-საკრედიტო სფეროში გატარებული ცვლილებები და მიღებული შედეგები. დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისში ვიზიტისას, სავალუტო ფონდის მისია პესიმისტურად იყო განწყობილი საქართველოში არსებული ინფლაციის გამო, მაგრამ ტრანშის გამოყოფა მაინც გადაწყვიტა. რა გახდა ამის მიზეზი?
ერთი თვის წინ საქართველოში ვიზიტად მყოფი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია არამარტო ინფლაციით იყო შეშფოთებული. სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ჯონ ვეიკ ლინის რეკომენდაციათა შორის ერთ-ერთი მთავარი რჩევა ბანკების აქციონერთა ვინაობის კონტროლს შეეხებოდა. ეკონომიკის ექსპერტები - მათ შორის, ნიკო ორველაშვილიც - ვარაუდობდნენ, რომ მინიშნება საქართველოს ბაზარზე რუსეთის ბანკებისა და რუსეთის კაპიტალის არასასურველ აქტივობაზე კეთდებოდა.
[რომან გოცირიძის ხმა] ”პირველად საქართველოს ისტორიაში, შემოვიდა ისეთი დიდი ინვესტორი, როგორიცაა ფრანგული...”
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ჩვენთან ინტერვიუში სიხარულს ვერ ფარავდა ამ უზარმაზარი დასავლური საბანკო ინსტიტუტის საქართველოში შემოსვლით.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. ესაა ბიუჯეტის დეფიციტის კონტროლი, ცვლილებები საკანონმდებლო სფეროში თუ ფულის მასის კონტროლი.
[რომან გოცირიძის ხმა] ”მაგალითად...
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ის კი არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მემორანდუმით განსაზღვრული პარამეტრები შეასრულეს, არამედ დადებითადაა შეფასებული საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებიც, კერძოდ, 2007 წელს განსახორციელებელი ისეთი ეკონომიკურ-ფინანსური რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. სხვაგვარად ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი:
[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”სავალუტო ფონდმა ამჯერად მოახერხა და...”
სავალუტო ფონდის მორიგი ტრანში, 20.7 მილიონი აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შევსებას მოხმარდება. წლის ბოლომდე ბანკის რეზერვები 700 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ორი წლის წინანდელ რეზერვებზე დაახლოებით 3-ჯერ მეტია. საქართველოს ხელისუფლების აზრით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდა შესაძლებელს გახდის საგარეო ვალდებულებების შეუფერხებელ მომსახურებას, ეროვნული ვალუტის სიმყარის შენარჩუნებას და მთლიანად ფინანსური სისტემის სტაბილურობას.