Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დღეს რამდენიმე თავდასხმა მოხდა


ერაყში დღეს რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც

ერაყში დღეს რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც
მთლიანობაში 20-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ბაღდადის ცენტრში ორი აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი, და დაიჭრა ოთხი ადამიანი. ბაღდადის გარეუბანში შეიარაღებულმა პირებმა 10 წევრისგან შემდგარი ოჯახი ამოხოცეს - მოკლულია ხუთი ქალი და სამი ბავშვი. ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ კირკუკში, პატრული გზაზე დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა. დაიღუპა ერთი, და დაიჭრა ორი. ამასთან, შვიდი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ბაქუბასთან მომხდარი სროლისას. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ერაყის დედაქალაქში 14 ადამიანის გვამი იპოვეს. ყველა გვამს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს.
XS
SM
MD
LG