Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისიის თავმჯდომარე, ხოსე მანუელ


ევროპის კომისიის თავმჯდომარე, ხოსე მანუელ ბაროზუ,

ევროპის კომისიის თავმჯდომარე, ხოსე მანუელ ბაროზუ,
ამბობს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგებინოს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელებს. ბაროზუმ დღეს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციასთან ინტერვიუში თქვა, რომ ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას პირადად წამოჭრის. პარალელურად, სანკტ-პეტერბურგის ცენტრში დღეს რამდენიმე ათეული ადამიანი დაესწრო ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციას. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი აცხადებს, რომ ამ კვირაში გაზეთის საგანგებო ნომერს გამოუშვებს, რომელიც პოლიტკოვსკაიას მიეძღვნება. გაზეთი არასამთავრობო ორგანიზაციათა მეშვეობით გავრცელდება.
XS
SM
MD
LG