Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, კიდევ ერთხელ განაცხადა,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, კიდევ ერთხელ განაცხადა,
რომ შეერთებული შტატები წამებას არ მიმართავს. ბუში ამ განცხადებით პარასკევს გამოვიდა. უფრო ადრე კი შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა, დიკ ჩეინიმ, არ გამორიცხა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილთათვის ჩვენებების ჩამოსართმევად მათი წყალქვეშ მოთავსება შეიძლება მისაღები იყოს. ჩეინის განცხადება მწვავედ გააკრიტიკეს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა - Himan Rights Watch-მა, და Amnesty International-მა. შეერთებული შტატების ახალი სამხედრო წესდება, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა, დაკავებულების წამებას და მათ მიმართ სასტიკ მოპყრობას კრძალავს.
XS
SM
MD
LG