Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ყოფილი


ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრ კოზულინი,

ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრ კოზულინი,
რომელიც ვიტებსკის შრომა-გასწორების კოლონიაში იხდის საჯელს, საავადმყოფოში გადაიყვანეს ათდღიანი შიმშილობის შემდეგ. კოზულინმა შიმშილობა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოაცხადა. ივლისში კოზულინს ხუთნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს არეულობების მოწყობის ბრალდებით. იგი დააკავეს მანიფესტაციის დარბევის შემდეგ, რომლის მონაწილეები ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს.
XS
SM
MD
LG