Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის ლიდერებმა


საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის ლიდერებმა, ედუარდ კოკოითიმ და სერგეი ბაღაფშმა

საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის ლიდერებმა, ედუარდ კოკოითიმ და სერგეი ბაღაფშმა
დღეს წამოაყენეს თბილისთან მოლაპარაკების განახლებისთვის აუცილებელი პირობები. სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის, ედუარდ კოკოითის განცხადებით, მოლაპარაკების განახლება შესაძლებელია, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილობით იტყვის უარს სამხედრო ძალით მუქარაზე. აფხაზი სეპარატისტების ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა კი გამორიცხა თბილისთან მოლაპარაკება, ვიდრე ქართული მხარე არ გაიყვანს ჯარებს კოდორის ხეობიდან. კოკოითიმ, ბაღაფშმა და იგორ სმირნოვმა - მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონის ლიდერმა - დღეს მოსკოვში გამართეს მოლაპარაკებები.
XS
SM
MD
LG