Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სამხრეთში, პროვინცია ყანდაარში აფეთქების


ავღანეთის სამხრეთში, პროვინცია ყანდაარში აფეთქების შედეგად დაიღუპა

ავღანეთის სამხრეთში, პროვინცია ყანდაარში აფეთქების შედეგად დაიღუპა
ნატოს ჯარების შემადგენლობში მყოფი ორი კანადელი სამხედრო მოსამსახურე და ერთი ადგილობრივი მცხოვრები. ნატოს სამხედრო სარდლობის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა აამოქმედა. "უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ჯარების ბადრაგი მგზავრობდა ნომერ 4 ავტომაგისტრალზე ქალაქ ყანდაარსა და ყანდაარის აეროდრომს შორის, როცა თვითმკვლელმა მასზე თავდასხმა განხორციელა ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობით," განაცხადა ნატოს ჯარების კანადელმა კაპიტანმა. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ყანდაარში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის ჯარისკაცებსა და სამთავრობო ობიექტებზე რამდენიმე ათეული თავდასხმა განხორციელდა.

XS
SM
MD
LG