Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა დღეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა დღეს ფართო მასშტაბის სამშვიდობო ინიციატივა შესთავაზა პალესტინელებს,

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა დღეს ფართო მასშტაბის სამშვიდობო ინიციატივა შესთავაზა პალესტინელებს,
თუკი ისინი უარს იტყვიან ძალადობაზე. ოლმერტის თქმით, ისრაელი დათანხმდება დიდი ტერიტორიებიდან გასვლას და ებრაული დასახლებების დემონტაჟს "ჭეშმარიტი მშვიდობის" სანაცვლოდ. მან თქვა აგრეთვე, რომ ისრაელი მზად არის შეარბილოს სავიზო რეჟიმი და ყადაღა ახსნას პალესტინის ხელისუფლების საბანკო ფონდებს. ამასთან, ოლმერტმა დასძინა, რომ ისრაელი თანახმაა, გაათავისუფლოს მრავალი პალესტინელი პატიმარი ივნისში მეამბოხეთა მიერ გატაცებული ისრაელი ჯარისკაცის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG