როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები არ მიესალმება გაზის სფეროში საქართველო-ირანის თანამშრომლობას და, შესაბამისად, რჩება ბუნებრივი აირის მოწოდების მხოლოდ ერთი მიმართულება, აზრბაიჯანი, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ პრობლემატურია. ამ პრობლემების დასაძლევად 13 დეკემბერს ბაქოს ესტუმრა გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კომპანიის პრეზიდენტი ალეკო ხეთაგური. საქართველოს გაზით მომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკა ამ დღეებში ვაშინგტონშიც განიხილებოდა. როგორი ურთიერთგაგება არსებობს ამ საკითხებში საქართველოსა და მის პარტნიორებს შორის?
გასული კვირის ბოლოს თბილისში გამართული 11 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრებმა გამოაცხადეს, რომ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტიდან თურქეთის კუთვნილი გაზი საქართველოსა და აზერბაიჯანზე გადანაწილდება:
[ნიკა გილაურის ხმა] ”ჯერჯერობით არ არის გარკვეული და დაფიქსირებული საბოლოო თარიღები და საბოლოო ციფრები მოწოდების. დამატებითი შეხვედრა უკვე ექსპერტების დონეზე შედგება ბაქოში და სწორედ ბაქოში გადაწყდება საბოლოო ციფრები.”
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის ამ სიტყვების მიუხედავად, ბაქოს შეხვედრამდე 1 დღით ადრე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალ წელს "შაჰ-დენიზის" პროექტში თურქეთის წილიდან საქართველო, სავარაუდოდ, 800 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. მისივე თქმით, თურქეთის კვოტიდან აზერბაიჯანს 1.3 მილიარდი, ხოლო თავად თურქეთს 900 მილიონი კუბური მეტრი გაზი ერგება.
საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ამ ცნობის გამომრიცხავი ინფორმაციაც. კერძოდ, სააგენტო როიტერის ინფორმაციით, რომელიც აზერბაიჯანის კომპანია ”სოკარის” წარმომადგენლის განცხადებას ეყრდნობა, საქართველო 2007 წლის მანძილზე 1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.
საქართველოს ხელისუფლება კი თურქეთის წილიდან 1.5 მილიარდ კუბურ მეტრს მოითხოვს და ვერაფერს ამბობს ბაქოდან მოსულ ახალ ამბებზე. გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კომპანიის პრეზიდენტის ალეკო ხეთაგურის კომენტარი:
[ალეკო ხეთაგურის ხმა] ”გაზთან მიმართებაში იქნება დეტალები, მაგრამ თითოეული დეტალი არის მოლაპარაკების საგანი და, შესაბამისად, მოლაპარაკების შემდეგ ეს დეტალები გახდება ყველასთვის ცნობილი.”
ბაქო კიდეც რომ დათანხმდეს თბილისის მიერ მოთხოვნილი მოცულობის მიწოდებაზე, ეს მაინც არ იქნება საკმარისი საქართველოს სრულად დასაკმაყოფილებლად. არადა, საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ გაზით მომარაგების პრობლემის გადასაწყვეტად თბილისს ირანთან თანამშრომლობა აღარ დასჭირდება. ასეთი განცხადება 12 დეკემბერს, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ გააკეთა. თავად ნოღაიდელმა კი აღნიშნა:
[ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენ ჯერ უნდა დავამთავროთ მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და თურქეთთან და შემდეგ, თუ გახდება საჭირო, გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ირანთან. სრულებით ნათელია, რომ საქართველო უგაზოდ ზამთარში ვერ დარჩება და ჩვენ გვაქვს სრული გაგება ჩვენი პარტნიორების მხრიდან.”
როგორც ცნობილია, იმის გამო, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ შექმნან რუსეთის ენერგეტიკული ალტერნატივები, საქართველომ უარი თქვა რუსეთს მიჰყიდოს რუსეთისა და სომხეთის, შემდეგ კი ირანის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენი.
ირანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის გამო თბილისს უარის თქმა უწევს თეირანთან გაზის სფეროში თანამშრომლობაზეც. ამ მიმართულებების ალტერნატივად ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი და, შემდეგ კი, ტრანსკასპიური გაზსადენი ყალიბდება, რომელიც ევროპას შუა აზიის გაზის საბადოებთან საქართველოს გავლით დააკავშირებს.