Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები


ირანში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

ირანში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
მასთან ერთად ჩატარდა კენჭისყრა გავლენიან რელიგიურ ორგანოში - ექსპერტთა საბჭოში - ადგილების მოსაპოვებლად. ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობის გამო, ცენტრალური საარჩევნო კომისია იძულებული შეიქნა, რამდენიმე საათით გაეხანგრძლივებინა საარჩევნო უბნების მუშაობის საათები. დღევანდელი არჩევნები პირველია მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დაიკავა. ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე, აჰმადინეჟადმა აქტიურად მოკიდა ხელი ბირთვული პროგრამის განხორციელებას, რითაც მსოფლიო თანამეგობრობის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ექსპერტთა აზრით, ამ არჩევნებმა უნდა აჩვენოს, რამდენად მყარია ირანის პრეზიდენტისა და მისი მომხრეების პოზიციები ქვეყნის შიგნით. საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა თქმით, კენჭისყრის შედეგები შაბათს საღამოს, ან კვირას დილით გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG