Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში თანამდებობიდან გადააყენეს პარლამენტის თავმჯდომარე


თურქმენეთში თანამდებობიდან გადააყენეს პარლამენტის თავმჯდომარე ოვეზგელდი ატაევი.

თურქმენეთში თანამდებობიდან გადააყენეს პარლამენტის თავმჯდომარე ოვეზგელდი ატაევი.
სპიკერის მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა მის მოადგილეს - აკჯა ნურბერდიევს. შესაბამისი განკარგულება გასცა თურქმენეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა. ატაევის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თურქმენეთის გენერალურმა პროკურატურამ მის დაპატიმრებაზე პარლამენტის თანხმობა მიიღო. პრეზიდენტ საფარმურად ნიაზოვის გარდაცვალების გამო თურქმენეთში გლოვაა გამოცხადებული. ნიაზოვი, რომელიც ორი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თურქმენეთს, გუშინ დილით გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, სიკვდილის მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა იქცა. ნიაზოვის დაკრძალვის ცერემონია კვირას, 24 დეკემბერს გაიმართება, ხოლო 26-ში გამოცხადდება საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღი. რადიო "თავისუფლების" თურქმენულ სამსახურთან საუბარში ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩარი იშანიაზოვმა ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. [ჩარი იშანიაზოვის ხმა]: "დადგა დრო, როდესაც თურქმენეთის ოპოზიციური ძალები, რომლებიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობენ, უნდა დაბრუნდნენ თურქმენეთში."
XS
SM
MD
LG