Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში შეერთებულმა შტატებმა ერაყში დამატებითი


ერაყში შეერთებულმა შტატებმა ერაყში დამატებითი ჯარი არ უნდა გაგზავნოს;

ერაყში შეერთებულმა შტატებმა ერაყში დამატებითი ჯარი არ უნდა გაგზავნოს;
პირიქით, იქიდან ამერიკელი სამხედროების ეტაპობრივი გაყვანის პროცესი უნდა დაიწყოს - ნათქვამია წერილში, რომლითაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს კონგრესში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერებმა მიმართეს. მათი მოწოდება რამდენიმე დღით უსწრებს ეტაპს, როდესაც ჯორჯ ბუშმა ერაყის მიმართ ახალი სტრატეგიის შესახებ უნდა გამოაცხადოს. პარასკევს თეთრი სახლი ერაყში ამერიკის სამხედრო მისიის ხელმძღვანელობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე გამოვიდა განცხადებით. ერაყში შეერთებული შტატების ჯარი მეთაური, გენერალი ჯორჯ კეისი, გენერალ-ლეიტენანტმა დევიდ პეტრომ უნდა შეცვალოს. ცვლილებებია დაგეგმილი შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაშიც, რომელიც სამხედრო ოპერაციებს არა მხოლოდ ერაყში, არამედ ავღანეთშიც აწარმოებს. სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალი ჯონ აბიზაიდი, ადმირალმა უილიამ ფალონმა უნდა შეცვალოს. კანდიდატები პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა წარუდგინაც, და ისინი ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG