მისი თქმით, ამ დღეებში შემოსული განცხადებების რიცხვი იმდენივე იყო, რამდენიც ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში. გაზეთ ”ახალ ვერსიასთან” საუბარში, საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ზუგდიდელი ჟურნალისტის გახმაურებული ცემის ფაქტს აძლევს შეფასებას. ”ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონული გაზეთის რედაქტორს ილია ჩაჩიბაიას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. იგი აცხადებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის კაბინეტში აპარატის თანამშრომლებმა მას ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს: 4-5 საათით გუბერნატორის კაბინეტში ჩაკეტეს და მუქარით აიძულებდნენ დაესახელებინა ინფორმაციის წყარო. ჩვენ მიერ მოპოვებული მასალებით, რწმუნებულის პრესმდივანმა, პრაქტიკულად, ირიბად დაადასტურა, რომ უკანონო თავისუფლების აღკვეთას ჰქონდა ადგილი. ჟურნალისტის ჩაკეტვა მცირე ხნითაც რომ მომხდარიყო, მძიმე დანაშაულია”, - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ”ახალ ვერსიასთან” საუბარში.
გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ივლიანე ხაინდრავას ვრცელი წერილი, სათაურით ”ინფანტილური ავტოკრატია”. ასე აფასებს ავტორი პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გუნდის მმართველობით სტილს. ”მე აქ უფრო ის მაწუხებს, რომ უკვე სამი წელი გავიდა, ხელისუფალთა ინფანტილიზმი კი არამცთუ არ დაიძლია, არამედ აზროვნებისა და საქმიანობის წესად დამკვიდრდა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ გარდამავალი ასაკის თანმხლები საშიში კომპლექსები მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის განმსაზღვრელი მახასიათებელი იქნება. სამაგიეროდ, ძლიერდება ჩვენი რევოლუციური ხელისუფლების ავტორიტარული მიდრეკილებები. ბოლოდროინდელი მოვლენები, იქნება ეს ადგილობრივი არჩევნები, კონსტიტუციის მორიგი მორგება მმართველი პარტიის საჭიროებებთან თუ გაზის იმპორტთან დაკავშირებული ეპოპეა, ამ საგანაგაშო პროცესის( ავტორიტარიზმით ინფანტილიზმის ”კომპენსირების”) მკაფიო დასტურია,” - წერს ივლიანე ხაინდრავა გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ სტატიაში.
გაზეთი ” საქართველოს რესპუბლიკა” აგრძელებს საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორის, რომის პაპის აღმოსავლური ინსტიტუტის მოწვეული პროფესორის გაგა შურღაიას პრობლემატური სტატიის პუბლიკაციას. ”ქართველთყლაპიამ შინაგანი ძალა გამოგვაცალა, როგორც ინდივიდებს და, ამავე დროს, სასაცილო კომედიანტებად გვაქცია. ერთი მხრივ, მან ღრმად ჩაგვაგონა, რომ ნებისმიერი უცხოელი ჩვენზე უკეთესია; თხემით ტერფამდე სწორედ იმიტომ გვზაფრავს უცხოური გვარების გაგონება, შინაგანად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი აზრი, ცნება, შეხედულება უფრო ღირებულია, სარწმუნოა, თუ მას უცხოელი ავტორი ჰყავს ან უცხოურ გამოცდილებას ემყარება. მეორე მხრივ კი, ჩვენი ცრუ თავმოყვარეობა საშუალებას არ გვაძლევს, საცნაური გავხადოთ ჩვენი შინაგანი რწმენა. ამიტომაც არაადეკვატური, ავადმყოფური რეაქცია გვაქვს ყველასა და ყველაფერზე მაშინაც კი, როდესაც ვინმე ტაქტიან და, რაც მთავარია, სამართლიან და კონსტრუქციულ რჩევას გვაძლევს. გარეგნული თავდაჯერებულობით შეკაზმულ საკუთარ შესაძლებლობებში შინაგან ურწმუნობას კი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის ურწმუნობა მოაქვს,” - წერს ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის მეცნიერ-კონსულტანტი, პროფესორი გაგა შურღაია გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ სტატიაში.