Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში გაიმართა აშშ-ისა და ჩრილოეთ


ბერლინში გაიმართა აშშ-ისა და ჩრილოეთ კორეის წარმომადგენელთა მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე.

ბერლინში გაიმართა აშშ-ისა და ჩრილოეთ კორეის წარმომადგენელთა მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე.
მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კრისტოფერ ჰილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკება 6 ქვეყნის მონაწილეობით, რომლის მიზანიც არის ჩრდილოეთ კორეის დაყოლიება ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმაზე, შესაძლოა, მიმდინარე თვეშივე განახლდეს. იქვე ჰილმა განმეორებით აღნიშნა, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის მიუღებელია ჩრდილოეთ კორეის ხელში ბირთვული იარაღი: [კრისტოფერ ჰილის ხმა] “ჩრდილოეთკორეელები აცნობიერებენ, რომ გზაჯვარედინს მიადგნენ. მათ მართლაც დაუდგათ მომენტი, როცა უნდა გადაწყვიტონ - ბირთვული იარაღი სურთ, თუ თავიანთი მომავალი საერთაშორისო თანამეგობრობაში. რადგან საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩემი აზრით, 9 ოქტომბრიდან, როცა ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვული მოწყობილობა გამოსცადა - ძალიან ნათლად გამოთქვა თავისი პოზიცია, რომ (...) ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღების პროგრამა, უბრალოდ, მიუღებელია.” აშშ-ის წარმომადგენელმა დასძინა, რომ მოლაპარაკება, შესაძლოა, ხვალაც გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG