Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგები მოიტანა რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ


საქართველოში რუსეთის ელჩის დაბრუნების გადაწყვეტილება თბილისში რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობათა


მოწესრიგების სიგნალადაც აღიქვეს. ორ ქვეყანას შორის ოთხთვიანი დაძაბული ურთიერთობა ყველაზე მეტად სწორედ ეკონომიკაზე აისახა, რადგან მოსკოვმა,თბილისიდან დიპლომატების გაწვევასთან ერთად, რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტიც აკრძალა, საჰაერო მიმოსვლა და საფოსტო გზავნილების გაცვლაც კი შეაჩერა. რა გავლენა მოახდინა ამან საქართველოს ეკონომიკაზე და რა შეიძლება მოუტანოს ქართულ ეკონომიკას მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებამ?

რუსეთის ჯაშუშების დაკავების ცნობილი სკანდალის შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის გამწვავება ყველაზე მეტად ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. ნათელი იყო, რომ ეკონომიკური ბლოკადის გამოცხადებით კრემლი საქართველოს ხელისუფლებისთვის შიდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავებას ცდილობდა. მაშინ თბილისში ამ გამოწვევას თავდაჯერებულად შეხვდნენ და თუ რატომ, სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის განცხადებიდან ჩანს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ეს მოხდა იმავე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანწილად იყვნენ ჩამოკიდებული რუსეთზე... ეს იყო 15 და 13 წლის წინ... ასევე ძალიან წყნარად გადაიტანეს. შედეგი, რომელიც ამას მოჰყვება,რეალურად არის ის, რომ, თუ ეკონომიკა ამ დროს არის რეფორმირებული, მაშინ ეს ქვეყანა უფრო მეტს აკეთებს.” (სტილი დაცულია)

ქართული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვას თუ საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას საქართველოში არც საბიუჯეტო კრიზისი გამოუწვევია და არც სოციალური. გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით, ხოლო წლევანდელი ბიუჯეტი შარშანდელზე მაღალი პარამეტრებით დაიგეგმა. საქართველოს პრემიერ- მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კომენტარი:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ამ მოქმედებებს...”

საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა მასზე რუსეთის სანქციებმა სერიოზული ზეგავლენა რომ ვერ მოახდინა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდანაც ჩანს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთიდან შემოიღეს ემბარგო იმ მიზნით, როგორც ჩანს, რომ სერიოზული ზიანი შეიძლებოდა მიმდგარიყო საქართველოს ეკონომიკას. ზიანი იყო, მაგრამ მთავარი მიზანი, რომელიც გარკვეულ ინიციატორებს ჰქონდათ, ქართული ეკონომიკის დანგრევა, არ შესრულდა. იმიტომ რომ წლევანდელი ეკონომიკური ზრდა საქართველოში არის 10 პროცენტის ფარგლებში. ეს არის იმდენი, რამდენიც შარშან იყო.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამ ზრდისა, რუსეთის ბაზარზე ორიენტირებულ კერძო კომპანიებს, ბიზნესმენსა თუ რუსეთში დასაქმებულ საქართველოს ათასობით მოქალაქეს უამრავი პრობლემა გაუჩნდა. ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი რუსეთის მიერ გამოცხადებული სანქციების იმ უარყოფით შედეგზე საუბრობს, რომელიც უკვე აისახა საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკაზე:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”განაპირობა ეკონომიკური ზრდის შეფერხება...”

ნიკო ორველაშვილის აზრით, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის შემთხვევაში, რუსეთის ბაზარზე ორიენტირებული ბიზნესი გამოცოცხლდება, ეკონომიკური ზრდის ტემპიც მოიმატებს. თუმცა ამისგან თბილისში არც ექსპერტები და არც ხელისუფლება ეკონომიკურ სასწაულს არ მოელიან - ყველას აზრით, შედეგები უფრო პოლიტიკური იქნება.
XS
SM
MD
LG