Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვული ენერგეტიკის უწყების


ირანის ბირთვული ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელმა ღოლამ რეზა აყაზადეჰმა

ირანის ბირთვული ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელმა ღოლამ რეზა აყაზადეჰმა
განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ცენტრიფუგების რიცხვის საკითხი სულ მალე გაირკვევა. მოელიან, რომ ირანი დაადასტურებს ცნობებს, რომ მას ახლა 3000 ახალი ცენტრიფუგა აქვს, რაც მისი ადრინდელი რიცხვის 328-ის დიდი ზრდაა. ცენტრიფუგებს ურანის გასამდიდრებლად იყენებენ. აყაზადეჰმა თქვა, რომ უცხოელ დიპლომატებს მალე ნატანცის ობიექტზე მიიყვანენ და
გამამდიდრებელ სადგურს აჩვენებენ.
აყაზადეჰმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს ურანის გამდიდრების სამუშაოების შეჩერებას.
XS
SM
MD
LG